x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
გაშორდა თუ არა ნინი ბადურაშვილი ქმარს? "ქმარი კი არა, ჩემი თავი მეზიზღებოდა სარკეში რომ ვიყურებოდი"

imageსაქართველოში დაბრუნებული ნინი ბადურაშვილი ჭორების ქარ-ცეცხლში გაეხვა. გავრცელებული ხმების თანახმად მომღერალი ქმარს, ირაკლი კუტალაძეს გაშორდა. ამ ჭორებს ნინის ეკრანზე გამოჩენამაც შეუწყო ხელი. ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ის პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრია. imageჭორების გადასამოწმებლად ია ფარულავამ "პირველი რადიოს" ეთერში, საკუთარ შოუში ნინი მიიწვია. მომღერალმა გავრცელებული ხმები უარყო, არ ვიცი ეს ყველაფერი საიდან მოიტანეს ან ვის რა დავუშავეო.
"ჩემზე კარგადაც მღერიან და ჩემზე ლამაზებიც არიან, მაგრამ ალბათ მე ამოჩემებული ვარ"-განაცხადა ნინიმ. მომღერალი ორსულადაა. ის გვიამბობს: "ძალიან მძიმე სამი თვე მქონდა, ქმარი კი არა ჩემი თავიც მეზიზღებოდა სარკეში რომ ვიხედებოდი". ეს ყველაფერი ტოკსიკოზის ბრალი იყო. ნინი მთელი დღეები იწვა და არაფერი აღარ უნდოდა.

image



მომღერალს ძალიან უნდოდა მშობიარობის შემდეგ დედა გვერდით ჰყოლოდა. რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ეკა დიდი ხნით ნინის ვერ ჩააკითხავდა და თან ანასტასიაც (ნინის და) სულ მალე დედა გახდება. ამ ყველაფრის გამო მომღერალს გადაწყვეტილი ჰქონდა აპრილში საქართველოში დაბრუნება და აქ მშობიარობა. როდესაც ნინიმ "რუსთავი 2"-სგან შემოთავაზება მიიღო მაშინვე დასთანხმდა. ასეა თუ ისე, მას ოჯახში პრობლემები არ აქვს და თავსაც მშვენივრად გრძნობს. გავრცელებულმა ჭორებმა წყვილზე უარყოფითად იმოქმედა. ნინიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კომენტარიც გააკეთა ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ გავრცელებულ ჭორებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ირაკლის გული ძალიან სწყდება მისდამი ხალხის აშკარა გამოხატული აგრესიის გამო, მაგრამ რას იზამს... ნინის მტკიცებით, ის ძალიან თბილი, ყურადღებიანი და გამგებიანი ქმარია. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები...image

3
1412
9-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1412
  
2013, 4 აპრილი, 15:46
აუუ მართლა რა აცალეთ მსვიდი ცხოვრება ნუ გაუჭირეთ საქმე რა:D
2013, 4 აპრილი, 13:16
ამ ხალხს მშვიდი ცხოვრება აცადეთ რა...
2013, 4 აპრილი, 10:10
უკარგესია
0 1 3