x
image
ვაჟა ხუციშვილი
მაგის დედაც, ჯეკ ! ხურდა ფული შენ შეჭამე?
imageამერიკელი ტიმ კელეჰერის ძაღლი ჯეკი ისე დაბერდა, რომ სულ გამოჯეკდა _ ხურდა ფულის ჭამა დაიწყო.


დამშეულმა ძაღლმა პატრონის ჩანთაში სასუნავს ვერ მიაგნო და რასაც მიაგნო, გადასანსლა.


ხურდა ფულზე ნაქეიფარი ბებერი ჯეკი მეორე დილას გულის რევამ შეაწუხა. მისტერ კელეჰერი ვერ მიხვდა, ძაღლს რა სჭირდა და ექიმთან გააქანა.


ჯეკი რენტგენზე გაატარეს და თვალებს არ უჯერებდნენ: კუჭი ერთცენტიანებით ჰქონდა სავსე.



ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ერთი დოლარი და 11 ცენტი მოიხვეჭეს, ფულისმკვნეტელი ძაღლი კი გონს მალე მოვიდა და პატრონმა წაიყვანა.




0
147
3-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0