x
image
ეთო-ეთო
დააკვირდით რჩეულის ტანსაცმლის ფერს და გაიგეთ მისი ფარული ზრახვები
image



ძნელია ამოიცნო ადამიანის ბუნება, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით მის ჩაცმულობას, ამას მარტივად ამოხსნით.

ადამიანი საკუთარ თავს და ქვეცნობიერ მიზნებს უნებურად სწორედ ჩაცმით გასცემს.



თუ ის შავი ფერის სამოსს ანიჭებს უპირატესობას, დაფიქრდით, ღირს კი თქვენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები იმ ადამიანთან დაკარგოთ, რომელიც სწორედ საკუთარი პერსონით არის დაინტერესებული. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ის ოდესმე მიხვდეს, თუ რამდენად კარგი ადამიანი ჰყავს გვერდით და ოდესმე დააფასოს თქვენი სიყვარული და თანადგომა.




თუ უპირატესობას ლურჯს ან ცისფერს ანიჭებს, ეს ძალიან კარგია იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მეგობარი უკარებასა და მაგარი ტიპის როლს თამაშობს. იცოდეთ, სინამდვილეში იგი გამოუსწორებელი რომანტიკოსია. მისი მოხიბვლა კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და თანაც უმოკლეს დროში.



თუ თქვენს მეგობარს მწვანე ფერის სამოსი უყვარს, ეს ცუდია.

ასეთი ადამიანები ნაკლებტემპერამენტიანები არიან, მაგრამ თუ თქვენ ამას შეეგუებით, ის არაჩვეულებრივი მეოჯახეა.

მას ჭკვიანი და საქმიანი ადამიანის თანადგომა ყოველთვის სჭირდება, რათა მან დროულად გამოაფხიზლოს.



თუ წითელ ფერს ანიჭებს უპირატესობას, ეს მის მოზღვავებულ ვნებასა და ტემპერამენტზე მეტყველებს. ის ნებისმიერი ადამიანის გულს მოიგებს. ასეთ პიროვნებასთან ბედის ცდა ნამდვილად ღირს.



ნაცრისფერი სამოსის მოყვარული ადამიანი საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნებაა. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. მისგან ვერასოდეს გაიგებთ რა უნდა, რას ფიქრობს, რა გეგმები აქვს. მაგრამ თუ მან რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, მისგან თავის დაღწევა ნამდვილად გაგიჭირდებათ.

ის საქმეში ერთგულია და შეგიძლიათ თამამად ენდოთ.



ასე რომ, თუ საყვარელი ადამიანის სამოსის ფერს დააკვირდებით, იოლად მიხვდებით რა სურს მას, რა გეგმები აქვს და საერთოდ ღირს თუ არა მის გვერდით მთელი ცხოვრების გატარება.

1
100
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
100
  
2013, 8 აპრილი, 15:48
ვეძებ ლურჯის და ცისფერის მოყვარულ ადამიანს :))))
0 1 1