x
image
მოზამბიკელი
მაპატიე...შევცდი. . .

imageყოველთვის ვიცოდი რომ წახვიდოდი, ყოველთვის მეშინოდა ამ დღის, გახსოვს რამდენჯერ ვცადე პირველი მე წავსულიყავი? მაინც შენ დამასწარი. . .ვერ გამიგია რას ვერ ვეგუები, უშენობას თუ იმას პირველი რომ წახვედი? შენი სიტყვები მახსენდება როცა წასვლა მინდოდა და არ გამიშვი, „ არ წახვიდე თორემ ჩემი ლომკა დაგემართება და ვერ გაუძლებო“ მეცინებოდა, გულში ვფიქრობდი რა დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე მეთქი, საინტერესოა შენ არ გაქვს ეხლა ჩემი ლომკა, თუ ლომკის მოხსნაში სხვები გეხმარებიან? ან სხვები კი არა „სხვა?“ ჩემთვის უკეთესი იქნება სხვები იყვნენ, მაგას უფრო ადვილად შევეგუები!!! შენ კი წახვედი მაგრამ შენი უნიჭო ნახატები დაგრჩა ჩემთან... ხო, არ გაგიკვირდეს შენს ნახატებს ასე რომ ვიხსენიებ, ყოველთვის ასე ვფიქრობდი მაგრამ არასოდეს გეუბნებოდი, ვფიქრობდი „გაუტყდება“ მეთქი. ხოდა რომ ვუყურებ ახლა ამ ნახატებს მათ მზერაში დაცინვას და ირონიას ვხედავ, მათ ხომ ძალიან ვძულდი და მეც მძულდნენ ისინი, რამდენჯერ მქონია სურვილი ფეხით გადამეთელა, მაგრამ შენ გეწყინებოდა და უკან ვიხევდი. ახლა ხომ აღარ გეწყინება? დავხევ ყველა ნახატს, რომ ასეთი დამცინავი მზერით აღარ მიყურონ! მათ ხომ ჩემთან ბრძოლაში გაიმარჯვეს, შენ პირველი წახვედი, მარცხს კი მე უნდა შევეგუო??? არაა! არავითარ შემთხვევაში! შენ კი წახვედი მაგრამ უკან მოსასვლელი გზა დაიტოვე, მეც დავჯდები და მაგ დღეს დაველოდები როცა მოხვალ. და როცა მოხვალ... მე აღარ დაგხვდები მეთქი ეხლა წესით ეგ უნდა ვთქვა, მაგრამ არა, მოხვალ და დაგხვდებით ოღონდ ორნი . . .
ველი იმ დღეს, როცა დაბრუნდები და მეტყვი: "მაპატიე, შევცდი."

0
101
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0