x
image
ვიზა კოხაძე
ჭორფლის მოშორების ორი მარტივი და შედეგიანი მეთოდი
image
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სახეზე ჭორფლი ძირითადად გენეტიკურია, რომელიც დისკომფორტს უქმნის ახალგაზრდას.მედიცინამ მართალია ვერ შეიმუშავა მისი გაქრობისათვის პრეპარატი, მაგრამ არსებობს უტყუარი რეცეპტი, რომელიც სამუდამოდ არ გააქრობს, მაგრამ გააუფერულებს სახეზე ჭორფლს, თუ მოვამზადებთ სახლის პირობებში შემდეგი სახით.

1) საჭიროა ერთი ცალი ლიმონი, ერთი კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი, ნახევარი ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი.კარგად ავურიოთ ერტმანეთში და დავიდოთ გაწმენდილ მშრალ სახეზე.უნდა გავიჩეროთ ნახევარი საათი, სანამ კარგად არ გახმება.შემდეგ აუცილებლად უნდა მოვიცილოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჩაის ჭიქა წყლისგან დამზადებული ნარევით.ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ ყოველ მეორე დღეს.

2) არსებობს მეორე მეთოდი ჭორფლის ნაწილობრივ მოსაშორებლად.ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დავასხათ ერთი ჩაის წიქა ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ წყალი გადავღვაროთ და ნუში ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ.მიღებულ მასას დავუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი და 100 გრამი ადუღებული წყალი.ავთქვიფოთ და გავიკეთოთ ნიღაბი.გავიჩეროთ სახეზე ნახევარი საათი და ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.ეს პროცედურა 4 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ უნდა გავიმეოროთ.

სახლის პირობებში ჭორფლის მოსაშორებლად ხშირად იყენებენ ხოლმე წყალბადის 3%-იან ზეჯანგს, აგრეთვე ლიმონს, კიტრის წვენს და მაწონს.


საუკეთესო საშუალებაა სპირტში დამბალი გახეხილი ბოლოკი, რომლის ნიღაბს სახეზე ვიჩერებთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოვიბანთ თბილი წყლით.

1
814
29-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
814
  
0 1 1