x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ჩაი თუ ყავა?
image
ჩაის უწოდებენ განსაკუთრებული წესით მომზადებულ ჩაის ფოთოლს, რომელიც ამ სასმელისთვის არის განკუთვნილი.საქართველოში ჩაის შემოსვლის თარიღად მე-19 საუკუნის 30- იან წლებს ასახელებენ.საქართველოში ჩაის კულტურა შემოტანილი იქნა ჩინეთიდან.თავადმა მიხა ერისთავმა ჩაის კულტურა პირველად ჩინეთში ნახა და დააგემოვნა, რადგან გურიის ჰავა გავდა იმ სუპტროპიკულ ჰავას სადაც ჩაი მოჰყავდათ ჩინეთში, გადაწყვიტა ის საქართველოში შემოეტანა.იმ პერიოდში ჩინეთიდან ჩაის თესლის შემოტანა აკძალული იყო. მან გახვრეტილ ტროსში მოათავსა ჩაის თესლი და ისე შემოიტანა. სამედიცინო თვალსაზრისით მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მასში 100 ჯერ მეტი c ვიტამინია და ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

image
ჩაის ძალიან ბევრი სასაგებლო თვისებები აქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. ის აუმჯობესებს აზროვნებას, მატებს ძალას, აუმჯობესებს განწყობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ამტანობას, ეხმარება გულს ორგანიზმიდან შლაკების გამოტანაში.

image ყავა მზადდება ყავის მოხალული მარცვლბისაგან.იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ მიირთმევდეს ამ სასიამოვნო არომატის სასმელს.ის დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს. სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა-დან- ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმათ პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.

არსებობს ყავის მარცვლის ორი ტიპი.ერთი არაბიკა ტრადიციული ყავა, ხოლო მეორე რობუსტა კოფეინით გაჯერებული,


მომჟავო, რომელიც გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.

ყავის ისტორია ეთიოპიის მთებში დაიწყო მას ველური ყავის სამშობლოდ მოიხსენიებენ.დღეს კი მსოფლიოს მაშტაბით 60-ზე მეტი სახეობის ყავა იზრდება.image

რატომ ვეჩვევით ყავას? მას აქვს თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.ყავის მისაღები დოზა ყოველი ადამიანისათვის ინდივიდუალურია.

ჩაი თუ ყავა? ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევს მისთვის სასიამოვნო სასმელს.ორივე ძალიან კარგი და მისაღებია იმის გათვალისწინებით რომელი უფრო კარგ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე სწორედ ამის მიხედვით ვირჩევთ ან ერთს ან მეორეს, მაგრამ რსებობენ ადამიანები რომლერბიც ორივე მათგანს სიამოვნებით სვამენ.

3
65
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
65
  
2013, 31 მარტი, 20:19
კარგი სტატიაა
2013, 31 მარტი, 19:24
ცალსახად : ჩაი:)
0 1 3