x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"WILLI BETZ"- ბიზნესის კეთებაც ამას ჰქვია.
imageცნობილი გადამზიდი
კომპანია “WILLI BETZ”-ის ისტორია შორეულ 1945 წლიდან
იწყება. ქლაქ უნდინგენში,
17 წლის ახალგაზრდამ,
ვილი ბეთსმა სამხედრო
ნაწილიდან შეისყიდა ჩამოწერილი,
გაზო-გენერატორით მოწყობილი, ხის საწვავზე მომუშავე სატვირთო მანქანა,
რომლითაც აწარმოებდა ტვირთების გადაზიდვებს. 1948 წელს ვილი ბეთსმა პირველი ახალი სატვირთო ავტომობილი შეიძინა და დააარსა კომპანია WILLI BETZ. პირველი საერთაშორისო რეისი 1951 წელს განახორციელა. 1965 წელს ვილი ბეთსმა შვილობილი კომპანიები დააარსა ავსტრიაში, იტალიაში, ინგლისსა და ჰოლანდიაში. 1968 წელს, მან ხელი მოაწერა დოკუმენტს ცნობილ ბულგარულ გადამზიდ კომპანია, СО-МАТ- თან თანამშრომლობის შესახებ.

image

პარტნიორები, დასვლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში,

ძალიან მალე გახდნენ ლიდერები გადამზიდ კომპანიებს შორის. 1991 წელს პარტნიორები აყალიბებენ ახალ კომპანიას “MAT-Betz Spedition”, რომლის ოფისებიც როიტლინგემში, ვარშავაში, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბუგში გაიხსნა.


image

კომპანია დღეს უკვე მუშაობს არა მარტო ტვირთების გადაზიდვაზე, არამედ კოორდინირებას უკეთებს მასში შემავალ 60-მდე სხვადასხვა კომპანიებს.

image

0
42
4-ს მოსწონს
ავტორი:ტისა
ტისა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0