x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
ტორტი "ჩიტის რძე"- კლასიკური ვარიანტი.
image

1. ბისკვიტის მასალა:

კარაქი 100გრ.

შაქარი 100გრ.


კვერცხი 2ც.

ფქვილი 140გრ.

ვანილი.

2. სუფლეს მასალა:

ჟელატინი 20გრ.(2სუფრის კოვზი).

წყალი 140გრ.

შაქარი 400გრ.

კარაქი 200გრ.

შესქელებული რძე 100გრ.

კვერცხის ცილა 60გრ.(2-3 კვერცხის ცილა).

ლიმონის მჟავა 1/2 ჩ.კ.

ვანილი.

3. მინანქარი: შავი შოკოლადი 200გრ. კარაქი 100გრ.


ბისკვიტი: კარაქი და შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი. საცხობ ქაღალდზე დახაზეთ წრე ფორმის დიამეტრის მიხედვით. ცომი გამოდის ელასტიური, ფორმაში წრიულად გაანაწილეთ კოვზით და გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 9-10 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღებისთანავე ბისკვიტი გაჭერით შუაზე და გააციეთ.

image

2. სუფლე: დარბილებული კარაქი გათქვიფეთ შესქელებულ რძესთან ერთად და დატოვეთ (ოღონდ მაცივარში არ შედოთ). ჟელატინი წინასწარ, 2-3 საათით ადრე ჩაალბეთ 140 გრ. წყალში. მზა ჟელატინი დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 1 წუთი, ჩაყარეთ შაქარი. ვაჟინი ადუღეთ მანამ, სანამ გასინჯვისას წვრილი ძაფი ან რბილი ბურთულა არ წარმოიშვება.

სანამ ვაჟინი იხარშება ცილა და ლიმონის მჟავა კარგათ ათქვიფეთ.

საჭირო კონსისტენციამდე მისული ვაჟინი წვრილ ნაკადად ჩაასხით ცილაში, თან განუწყვეტლივ ურიეთ, ჩაამატეთ ვანილი, ათქვეფილი კარაქი და შესქელებული რძე. სუფლე მზადაა.

3. მინანქარი: გაადნეთ შოკოლადი და შეურიეთ კარაქი.

4. აწყობა: საცხობ ფორმაში მოათავსეთ ბისკვიტის პირველი ფენა, ზედ დაასხით სუფლეს ნახევარი, დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა და დაასხით დარჩენილი სუფლე. ეს პროცედურა უნდა გააკეთოთ ძალიან სწრაფად, რადგან სუფლე მალე იყინება. შედგით მაცივარში. სუფლე რომ გაიყინება მოასხით მინანქარი და შეაბრუნეთ მაცივარში. მინანქარიც რომ გაცივდება ტორტი მზადაა.

2
2129
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
2129
  
2013, 5 აპრილი, 20:05
მმიყვარს ძან მაგარიააა):):
2013, 1 აპრილი, 17:00
მიყვარს
0 1 2