x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134637
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508828
შემწვარი კარტოფილი წიწაკით
imageსაჭირო მასალა

1კგ კარტოფილი

1ს/კ პაპრიკა(ტკბილი წითელი წიწაკა)

1ჩ/კ წითელი წიწაკა


ტყემალი ან სხვა საწებელი

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად


მომზადების წესი


კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით მოგრძო მსხვილ ნაჭრებად. ტაფა კარგად გაახურეთ, დაასხით ზეთი და ზედ დაყარეთ დაჭრილი კარტოფილი.

რამდენჯერმე მოურიეთ და დაახურეთ თავასხური ისე რომ ჰაერი არ შევიდეს.კარტოფილს ხშირად ურიეთ. გააჩერეთ 7-8 წუთი და მერე ცეცხლს ჩაუწიეთ, კარტოფილს დააყარეთ წითელი წიწაკის და პაპრიკას ფხვნილი და ამოურიეთ, კვლავ დაახურეთ თავსახური. როდესაც კარტოფილი ერთი მხრიდან შეიბრაწება, მოხადეთ თავსახური, მოაყარეთ მარილი გემოვნებისამებრ და შებრაწეთ.

მზა კერძი კი მოათავსეთ ფართო თეფშზე, მოასხით ტყემალი ან სხვა რომელიმე საწებელი.

0
317
5-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა თეკლა
თეკლა თეკლა
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0