x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ჯენიფერ ლოპესი სტუმრად მუჰამედ ალისთან
ცნობილი მომღერალი, მსახიობი ჯენიფერ ლოპესი მიჩვეულია ჯილდოების მიღებას, თუმცა საქველმოქმედო საღამოსთვის Celebrity Fight Night, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, მან როლი შეიცვალა და ამჯერად თავად გადასცემდა საპატიო ჯილდოებს მოწვეულ სტუმრებს.

imageimage

ჯენიფერი საღამოს მეგობარ ბიჭთან კასპერ სმარტთან ერთად სტუმრობდა და როგორც ყოველთვის საუკეთესო ფორმაში გახლდათ.

image


image

image

image

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდში, რომელიც ეხმარება პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს.

ჯენიფერ ლოპესმა კი იზრუნა, რომ შეგროვებული თანხა მილიონამდე გაზრდილიყო.

image

image

თუმცა ჯენიფერი მხოლოდ საპატიო ჯილდოების გადაცემით არ იყო დაკავებული. მან მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო შოუში.
ხოლო პოპ-მომღერლის და იტალიელი ტენორის ანდრეა ბოჩელის დუეტი კი გახდა ექსკლუზიური სიურპრიზი მოწვეული სტუმრებისთვის.

image

image

image


0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0