x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დემეტრეს (ლექსი)
დემეტრეს

მომენატრე, ჩემო შვილო,
შენს ცრემლიან თვალებს ვფიცავ,
დარდი უნდა შემოგჩივლო,
ვისაც არ გეღირსა მიწა.
ყურს არღუნის ჩარჩა ხველა,
გული გამეხლიჩა სამად,
ვერაფრით რომ ვერ გიშველა,
რატომ არ მოგიკვდა მამა.
მოდი, მამას უდარბაზე,
გეფიცები, შენს სულს, შენს თავს,
ყოველ ავლა-ჩამოვლაზე,
შლეგ არღუნის ტალღებს შანთავს.
მოდი, გამოტეხე კარი,
მოდი, გამინათე ცანი,
ანგელოზის სიანკარით,
მომანათე ორბის თვალნი.
მოდი, შენ შემიშრობ ცრემლებს,
მონატრების პერანგს ვიცვამ,
ხომ წესია, ჩემო დემე,
უნდა დამაყარო მიწა.
მოდი, დამანატრე თავი,
თუ მანდედან ვინმე მოდის,
თან ცივია ეს გულშავი,
როგორ გამეყინებოდი.

|გელა დაიაური|


image
















image












image

1
240
შეფასება არ არის
ავტორი:smen
smen
240
  
2019, 30 ოქტომბერი, 14:16
ჰმმმმ, ვახ რა მძიმე ბედი ერგო საწუთროში ამ კაცს
0 1 1