x
image
MaRuu9
ახალი თაობის მაღვიძარა


ახალი თაობის მაღვიძარა პატრონისგან დამალვას ახერხებს
ალბათ, რამდენჯერ გიოცნებიათ, რომ გემრიელად მიგეჟეჟათ ის ადამიანი, რომელმაც ერთ დროს მაღვიძარა გამოიგონა და ამის გამო დილის ტკბილი ძილის გემრიელად დასრულებას ვეღარ ახერხებთ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ მხრივ ყველაფერი კიდევ უფრო იხვეწება და მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 25 წლის გამომგონებელმა გორი ნანდამ შექმნა ისეთი მაღვიძარა, რომელიც გულის გამაწვრილებელ ხმების გამოცემას არ სჯერდება და სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, დამალვასაც კი ახერხებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან საწოლიდან ხელის ერთი გადმოყოფით უსიამოვნო ხმას ვეღარ მოიშორებთ თავიდან და ადგომა მოგიწევთ, ხოლო თუ ადგებით, მაღვიძარას მოძებნა მოგიწევთ და ამასობაში, გამოფხიზლდებით კიდეც და ეგ არის.
– მსურდა ისეთი მოწყობილობა გამომეგონებინა, რომელიც ადამიანში ზუსტად ისეთ გრძნობებს გამოიწვევდა, როგორსაც მაგალითად, ძაღლი: ოთხფეხა მეგობარი კი გაღვიძებთ, მაგრამ მაინც გიყვართ, _ ამბობს ამერიკელი გამომგონებელი და აღიარებს, რომ მაღვიძარა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის შექმნა, რადგან წარსულში ფაქტობრივად, ვერასოდეს ახერხებდა ბალიშის `ტყვეობიდან~ თავის დაღწევას.
გორი ნანდას გამოგონებას `ქლოქი~ ეწოდება და თუკი ფოტოს კარგად დააკვირდებით, ადვილად მიხვდებით, თუ როგორ ახერხებს იგი პატრონისაგან დამალვას...

0
16
3-ს მოსწონს
ავტორი:MaRuu9
MaRuu9
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0