x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ერის ტრაგედია!!!

21-ე საუკუნის საქართველოში 1 წლის ბავშვი ხშირი შიმშილით გარდაიცვალა! ყველა აღშფოთებულია, ყველა საკუთარ თავს კიცხავს, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, ეს არ მომხდარიყო? სახელმწიფოს მიერ "დამსახურებული მამაოებისთვის" გადაცემული ჯიპებით სიარული ნორმალურია იმ დროს, როდესაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან ქვეყანაში? სააკაშვილმა, მწუხარების ნიშნად, სახელმწიფო დროშა რომ დაუშვა თავის სასახლეზე, ნეტა, მაშინ თუ ფიქრობდა მშიერ ბავშვებზე, როცა 15 ათას ევროიან საათებს ყიდულობდა იტალიაში და დოქტორ დოტის ძუძუების მასაჟში ათასობით დოლარს იხდიდა? ან იქნებ, მაშინ ფიქრობდა ამ პრობლემის მოგვარებაზე, როცა თავის "ჯიბის საყვარელს" მისი ბრძანებით 3 მილიონ ლარს უყოფდნენ საკონცერტო კაბებში? რა ნამუსით გამოდის და რომელი გულისტკივილით გამოსთქვამს ეხლა მწუხარებას? თქვე გაზულუქებულო ჩინოვნიკებო და "ქველმოქმედო" ბიზნესმენებო, ხომ შეიძლებოდა, აქამდე გადაგედგათ კონკრეტული ნაბიჯები, რეალურად დაგეარსებინათ რამე ფონდი მშიერი, გაღატაკებული ოჯახებისთვის? ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე გაქვთ ჩამოკიწკიწებული თვალის ასახვევად და მილიონების მოსაღუნად, სიკეთის მკეთებელი ბიზნესმენი კი სანთლითაა საძებნი ქვეყანაში! ერთ ადგილას გაიკეთეთ ეგ ფურცლებიც და თქვენი თანაგრძნობაც! პატარას სიკვდილს ვეღარაფერი უშველის! იქნებ, ამ ერთი წლის სიცოცხლის უდროოდ და ტრაგიკულად დასრულებამ მაინც დაგვაფიქროს ყველა, რგოგიტაა არის ჩვენი მისია ამ ქვეყნად და სიტყვების რახარუხის მაგივრად, რეალურად ვაკეთოთ ყველამ კეთილი საქმე! ღმერთმა ნათელში ამყოფოს გოგიტა აბაშიძის სული და ღმერთმა მოგვცეს შეგნება, რომ მსგავსი ტრაგედია ავირიდოთ თავიდან მომავალში!..

3
27
6-ს მოსწონს
ავტორი:კოჰაბიტაცია პლიაჟზე
კოჰაბიტაცია პლიაჟზე
27
  
2013, 12 აპრილი, 18:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

კაი ერთი! სახელმწიფოს არ მიუძღვის ბრალი ამ საცოდაობაში? ან სად წაიკითხე, რომ ბავშვის მშობლებს ვამართლებ? როცა შვილები მშიერი გყავს და შენი უნიათობის გამო, ვერ ახერხებ ხმა მიაწვდინო სახელმწიფოს, ესაა ყველაზე დიდი დანაშაული! თუმცა, სახელმწიფო ვალდებულია, ახორციელებდეს კონტროლს ყველა ოჯახზე! ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ შვილი რომ მშიერი მყავდეს, ბენზინს გადავისხავ, თავს დავიწვა და ჩემი სიცოცხლის ხარჯზე მაინც გადავარჩენ მის სიცოცხლეს! ყველა დამნაშავეა ამ ტრაგედიაში და პირველ რიგში, სახელმწიფო! იმ საცოდავ მშობლებს ამაზე მეტი სასჯელი რაღა უნდა ჰქონდეთ, საკუთარი მოუხერხებლობის გამო, შვილს ვერ მიაქციეს ყურადღება....
2013, 25 მარტი, 21:04
აუ ძალიან გთხოვთ ნუ წერთ რაგაც უაზროებს,ბოდისჰი ეხლა რომ სახელმწიფომ არ იცოდა მაგ ბავშვს საჭმელი რომ არ ქონდა...სად იყო დედამისი ერთი წლის ბავშვი ისევ 4 კილო რომ იყო???მანამდე რატომ არ იზრუნა??მე არავის არ ვკიცხავ მაგრამ უაზრობააა ყველაფერში სახელწიფო დაადანაშაულო
0 1 3