x
image
გიგა ბერიანიძე
ლიონელ მესი: გონსალო იგუაინს მოედანზე სულ უფრო კარგად ვეწყობი

image"ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმვენესუელასთან გამარჯვების შემდეგ ეროვნულ გუნდში მადრიდის "რეალის" ფორვარდ გონსალო იგუაინთანშეთამაშებაზე ისაუბრა.
22 მარტს არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვენესუელას უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში მესიმ გაიბრწყინა, რომელმაც თავად პენალტიდან გაიტანა, კიდევ ორი გოლი გონსალო იგუაინს გაატანინა. "მე და იგუაინი თამაშიდან თამაშამდე ერთმანეთს სულ უფრო უკეთესად ვეწყობით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ნაკრებთან ერთად ბევრს მივაღწევთ, თუმცა წინასწარ რაიმეს დაბეჯითებით თქმა ძნელია - ჯერ ხომ არაფერი მოგვიგია".
მატჩის შემდეგ ბუენოს-აირესის სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა მესი ოვაციებით შეამკო. ოთხი "ოქროს ბურთის" მფლობელმა აღნიშნა, რომ ჯგუფში ლიდერობის მიუხედავად, არგენტინის ეროვნულ გუნდს 2014 წლის მუნდიალზე თამაში გარანტირებული ჯერ კიდევ არ აქვს, რადგან წინ მძიმე შეხვედრები, უპირველესად კი ბოლივიასთან თამაში ელის. 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ არგენტინა 23 ქულით ჯგუფის ლიდერია.

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:გიგა ბერიანიძე
გიგა ბერიანიძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0