x
image
ბესო დანელია
ქაღალდის ფული

image

ახლა კი ისტორიასაც გადავხედოთ. ამ სტატიაში გესაუბრებით ქაღალდის ფულის წარმოშობაზე და მის განვითარებაზე. შეიძლება აქ მოცემული ინფორმაცია ზოგიერთმა თქვენგამა იცოდეთ, მაგრამ შევეცადე რამოდენიმე საინტარესო ფაქტი მაინც მომეძია. პირველი ქაღალდის ფული ჩინეთში, ჩვ. წ. აღ. 806 წელს გაჩნდა. მანამდე მიმოსვლაში იყო სპილენძის მონეტა - იუანი, რომელიც 3, 8 გრამს იწონიდა. მსხვილი შენაძენისათვის ასეთი წვრილი ფულის გდახდა საკმაოდ მოუხერხებელი იყო: საჭირო ხდებოდა ათსობით მონეტის დათვლა და შენახვა. მსხვილი ვაჭრობისთვის იმპერეტორმა ბრძანა დაებეჭდათ ქაღალდის ფული. ვინც ქაღალდის ფულის მიღებაზე უარს იტყოდა, სიკვდილი ემუქრებოდა. XII-XIV საუკუნეებში ქაღალდის ფული ჩინელებისგან სპარსელებმა გადაიღეს, შემდეგ - იაპონელებმა. პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ქაღალდის ფული გამოუშვა, ინგლისი იყო. 1694 წელს დაარსდა სახელმწოფო ბანკი, რომელიც ოქროსა და ვერცხლის ნაცვლად "ქაღალდს' გასცემდა. პირველი ქაღალდის ფული ხელით ივსებოდა: ბანკის კლერკი ხელით წერდა, რამდენი მონეტა მიიღო ბანკმა, თავის მხრივ, ბანკი ვალდებული იყო ქაღალდის წარმდგენისთვის დაუყონებლივ გაეცა მინიშნებული თანხა. სტანდარტული ნომინალის ქაღალდის ფული, რომელსაც ხელით შევსება არ სჭირდებოდა, ინგლისელებმა მხოლოდ 1855 წელს გამოუშვეს.

2
565
18-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
565
  
2013, 23 მარტი, 21:48
მადლობა
2013, 23 მარტი, 21:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2