x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
Sony SmartWatch - "მომავლის საათი"
imageიაპონურმა კომპანია Sony-მ, რომელიც ლიდერია ელექტრონიკის, ვიდეოს, კომუნიკაციების, ვიდეო თამაშების და კომპიუტერების გამოშვებაში, შექმნა ახალი გაჯეტი Sony SmartWatch-ი რომელიც ჰგავს მეექვსე თაობის ipod nano-ს, მაგრამ ბევრად მეტი ფუნქცია გააჩნია. ეს "საათი" გაძლევს დარეკვის, ტექსტის წაკითხვის, თამაშის, Facebook-ში და Twitter-ში შესვლის და კიდევ მრავალ შესაძლებლობას. ეს 15 გრამიანი გაჯეტი სონიმ 2012 წლის აპრილში გამოუშვა. იგი Bluetooth-ით უკავშირდება თქვენს მობილურს რომლიდანაც შეგიძლიათ წაიკითხოთ მობილურში მოსული წერილები ანდაც მოუსმინოთ მობილურში ჩაწერილ სიმღერებს SmartWatch-ში შეერთებული ყურსასმენებით. Sony SmartWatch-ი უკავშირდება მხოლოდ Android-ის სისტემის მობილურებს და ასევე მასაც Android-ის სისტემა გააჩნია.


მწარმოებელი: Sony

ეკრანი: 1.3* OLED ეკრანი, 128X128 პიქსელი

კავშირი: Bluetooth


წონა: 15.5 გრამი ( სამაჯურის გარეშე ), 26 გრამი ( სამაჯურით )

სისტემა: Android 2.1 და მაღლა

პროცესორი: Sony Ericsson Live View.

ვებ გვერდი : sonymobile.com/smartwatch

0
88
5-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0