x
image
bossGK
ქართული მარაზმები
1. მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მაგრამ მომავალში უფრო გავანათებთ.

2. ივანე მერაბიშვილი - ჩვენ ვაკონტროლებთ კრიმინალურ სიტუაციას ქვეყანაში.

3. ფიქრია ჩიხრაძე - დავით აღმაშენებელმა თავად დაიდგა თბილისში ძეგლი

4. მაია ნადირაძე - მისი მოთავსება მოხდა ე.წ. ბალნიცაში.


5. შალვა ნათელაშვილი - იგორ ივანოვი ხაშივით დაადგა თავზე მომიტინგეებს.

6. შალვა ნათელაშვილი - ის პატარა ბიჭი რომ არის, არველაძე, გვარი არ მახსოვს...

7. ივანე მერაბიშვილი - მე მოვახდენ ამოღებული ნარკოტიკების გამოყენებით დემონსტრაციას თქვენს წინაშე.

8. ივანე ზოდელავა - ილია და აკაკი ცოცხლები რომ იყონ, საფლავში გადატრიალდებოდნენ.

9. ზვიად ძიძიგური - ეს ხელისუფლება მარტო სოფლელებს მოსწონთ.

10. დავით კიკალიშვილი - ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ცოცხალია თუ მკვდარი.

11. გელა ბეზუაშვილი - ეს საქართველოს შიდა კუხნაა.

12. ივანე მერაბიშვილი - დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგანაც მათ ჩვენ აღმოვუჩინეთ დახმარება.

13. კახა არდია - სამეგრელოში ყველაფერი კარგად მიდის, გაჩნდა ფულიც, აი მაგ. ამ დღეებში გაიტაცეს პიროვნება, რომლის ოჯახმაც მეორე დღესვე 30 000 დოლარი გადაიხადა გამოსასყიდი.

14. ნათია ლაზაშვილი - როგორ გრძნობს თავს გარდაცვლილი პოლიციელი?

15. მიხეილ სააკაშვილი - ჯარი იყო რამდენიმე თვის უჭმელი.

16. ნინო ქაჯაია - მოხდა კანცელარიის ევაკუება.

17. ივანე მერაბიშვილი - ადგილზე მოკვლევას ატარებენ ჩვენი ექსპერტები, კერძოდ-ძაღლები.

18. ინგა გრიგოლია - აქ უნდა ყოფილიყვნენ ბოკერია და არველაძე, მაგრამ არ მოვიდნენ პარლამენტში რაღაც საქმე გვაქვსო, ნეტა რა საქმე აქვთიმისთანარომ გადაცემაში არ მოვიდნენ.

19. ლევან ბერძენიშვილი - ხელისუფლებამ გამოიყენა ნიღბიანი ავტომატები.

20. ელენე თევდორაძე - აღშფრთოვანებული ვარ.

21. თეა ბოლქვაძე - დღეს აჭარა დამოუკიდებლობის წლისთავს არნიშნავს.

22. მიხეილ სააკაშვილი - მაიკროსოფტმა შექმნა ქართული ანბანი.

23. გიორგი ბარამიძე - ბუკვალურად მინდა აღვნიშნო...

24. ნატო ონიანი - დახოცილი მეომრები ტყეში ერთმანეთს ასაფლავებდნენ.

25. გრიგალაშვილი (პროკურორი) - ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული და გამოიყენა დუმილის უფლება.

26. ელენე თევდორაძე - სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილო.

27. ნათია ლაზაშვილი - პრეზიდენტის სველი ფეხები უფლისციხეზე ავიდნენ.

28. ზვიად ძიძიგური - მასთან მიმართებით მუდმივად მიმდინარეობს მუქარა, რომ ან მის ქმარს დაიჭერენ, ან მის მეუღლეს.

29. შალვა ნათელაშვილი - ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებით უკვე 200 წელი.

30. მიხეილ სააკაშვილი - მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს.

31. ედუარდ შევარდნაძე - თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია.

32. ედუარდ შევარდნაძე - ვინც გადატრიალებაზე ფიქრობს, იმან ლოგინში გადატრიალება იკმაროს.

33. მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ქალები ყველაზე მაგრები არიან, კაცებს ჯიბეში ჩაისვამენ.

7
391
8-ს მოსწონს
ავტორი:bossGK
bossGK
391
  
2013, 14 თებერვალი, 12:21
კარგი იყო
2012, 23 აპრილი, 15:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 21 აპრილი, 16:39
თევდორაძეს და ნადირაძეს ეპატიებათ, ოღონდ სხვადასხვა მიზეზით:)))
2012, 21 აპრილი, 16:38
მაგრად დაგიჭერიათ, ზოგიერთი არ ვიცოდიი, გრიგოლუია ძლიერია ყველაზეეე:D
2012, 21 აპრილი, 14:52
:))))))))))))))))
2012, 21 აპრილი, 14:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7