x
image
saba_
ლოცვის მნიშვნელობა

image რა არის ლოცვა
ადამიანს(მატერიალურ სამყაროში) ყველა ცოცხალ არსებასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, რომ სწამდეს, უყვარდეს, თაყვანს სცემდეს და იმედი ჰქონდეს ჭეშმარიტი ღმერთისა.ადამიანს აქვს აუცილებლობა, მოთხოვნა, რომ თავისი ეს ღვთისმოსაობა, ღვთისადმი მოკრძალება და სათნოება, რომელიც ავსებს მის სულს, წმიდა ლოცვის საშუალებით გამოხატოს.ამგვარად
ლოცვას ჩვენ ღმერთის მიმართ სულის ამაღლებას ვუწოდებთ.
ლოცვით მორწმუნე, მაგრამ უძლური ადამიანი, "გულით" საუბრობს ყოვლისშემძლე უფალთან და მის მიმართ თავის უსაზღვრო მადლიერებას, პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავს.ამბობენ, რომ ლოცვა არის სულის სუნთქვა.ერთი დიდი მეცნიერი ამბობდა:"მწამს უნიკალური ძალა ლოცვისა, არა მარტო როგორც ქრისტიანს, არამედ როგორც მეცნიერსაც."
ლოცვის შინაარსი
ლოცვის დროს ადამიანი ლაპარაკობს და ღმერთი მას უსმენს.დავით მეფსალმუნე კითხულობს:"რომელმან დაჰნერგა(შექმნა) ყური, არა ნუ ესმისა?ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედვისა?"(ფსალმ.93, 7).მას, ვინც მოგვცა სმენის უნარი, შეიძლება რომ ჩვენი არ ესმოდეს?ის, ვინც შექმნა ჩვენი თვალები, შეიძლება რომ ჩვენ არ გვხედავდეს? ღმერთს ესმის ჩვენი და გვხედავს.უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ის რწმენითა და გულითაა ნათქვამი.ჩვენი ლოცვები არის:
სადიდებელი: ამით ვადიდებთ ღმერთს და გამოვთქვამთ ჩვენს აღფრთოვანებას მისი უსასრულო სიდიადის წინაშე.
სამადლობელი: ამით ვმადლობთ ღმერთს, რადგან ჩვენ გამოგვიცხადა ქრისტიანული ჭეშმარიტებები და გამოგვიხსნა "მხოლოდშობილი" თავისი ძით.მას ვმადლობთ ასევე ყველა იმ სიკეთისათვის, რომელსაც განუწყვეტლივ გვაძლევს.
თხოვნითი: ჩვენს ლოცვაში შევთხოვთ ღმერთს, მოგვცეს აუცილებელი სულიერი და მატერიალური არსებობისათვის.ჩადენილი ჩვენი ცოდვების გამო მას სინანულით მივმართავთ და "ბოროტისაგან" გამოხსნას ვთხოვთ.
დაბოლოს, საჭიროა, ვილოცოთ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასათვის, ცოცხალთა და მკვდართათვის.

0
137
9-ს მოსწონს
ავტორი:saba_
saba_
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0