x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აიკრძალება თუ არა აზარტული თამაშები და გაუქმდება თუ არა "ონლაინ" ტოტალიზატორები

image- აზარტული თამაშები და მათი რეკლამა შესაძლოა აიკრძალოს. საკანონმდებლო ინიციატივა კობა დავითაშვილს ეკუთვნის და პარლამენტმა ის პირველი მოსმენით უკვე მიიღო. აკრძალვა შეეხება ყველა სახის თამაშს გარდა წამახალისებელი ლატარიებისა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გაუქმდება ონლაინ აზარტული თამაშებიც, დაწესდება ჯარიმები. კანონის დარღვევის შემთხვევაში პირველადი ჯარიმა 10 000 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი 20 000 ლარით განისაზღვრება. აიკრძალება ის სატელევიზიო გადაცემები და ყველა სახის რეკლამა, რომელიც აზარტულ თამაშებს უკავშირდება. კანონის ამოქმედების შემთხვევაში გამკაცრდება არასრულწლოვანთა კონტროლიც.

- კობა დავითაშვილის განცხადებით, საზოგადოების ნაწილს აზარტული თამაშების მიმართ, ისევე როგორც ნარკოტიკების მიმართ, უვითარდებათ დამოკიდებულება და ეს არის ავადმყოფობა. დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას კატეგორიულად არ ეთანხმება სათამაშო ბიზნეს ასოციაციის თავჯდომარე. ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს სხვადასხვა სპორტული ტელეარხების დახურვას, სათამაშო ბიზნესის ჩავარდნას და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნას. ახვლედიანი კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში "იატაკქვეშა" აზარტული თამაშების განვითარებას არ გამორიცხავს.

3
185
10-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
185
  
2013, 14 მარტი, 20:23
უნდა აიკრძალოს აუცილებლად უნდა აიკრძალოს მართალია ერთი ორი კაპიკი მოაკლდება ბიუჯეტს მაგრამ ასობით ოჯახი შიმშილით არ მოკვდება ისედაც გაღატაკებულ ქვეყანაში და ერთეულების ჯიბეები არ დასკდება.
2013, 14 მარტი, 18:22
მე ვეთანხმები,კარგს იზავენ თუ აკრძალავენ და ონლაინ თამაშებსაც გააუქმებენ.
2013, 14 მარტი, 14:56
აკრძალვით საქმე არ კეთდება, სხვა რამეა მოსაფიქრებელი
0 1 3