x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134637
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508828
ჯინსის ქსოვილები საგაზაფხულო კოლექციებში
ჯინსის ქსოვილები აქტუალურობას არც ერთ სეზონზე არ კარგავს. ჯინსი ყოველთვის გამოიყენება საგაზაფხულო კოლექციების შექმნისას, როგორც ქურთუკების და ჟილეტების, ასევე გამოსასვლელი კაბების სახით.

არც 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები გახლდათ გამონაკლისი. ჯინსებმა ტრადიციულად გამოყოფილი ადგილი დაიკავეს ახალ სეზონში.

დიზაინერებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს ოთხ ძირითად მიმართულებას : მუქი "მოუხარშავი" ჯინსი, როგორც მაგ. Miu Miu-ს კოლექციაში, მუქი ცისფერი მაგ. Balmain-ის ჩვენებაზე, ღია ცისფერს და ტექნიკით patchwork გაფორმებულ დენიმს, როგორც Tommy Hilfiger-ის ჩვენებაზე.

კლასიკური შარვლები და პერანგები, ასევე ჟაკეტები, ქვედაბოლოები, შორტები, კაბები და პალტოებიც კი შეიკერა ჯინსის ქსოვილისგან.


დიზაინერები ფანტაზიების ნაკლებობასაც არ უჩივიან და მათ ერთი შეხედვით უბრალო ქსოვილი გააფორმეს მძივებით, პრინტებით, ნაქარგებით, რითაც ჯინსმა უფრო მეტი სილამაზე შეიძინა და მდიდრულ ქსოვილად გადაიქცა.

image

Chanel


image

Balmain


image

image

Miu Miu


image

DKNY


image

TommyHilfiger


image

Jean Paul Gaultier


image

3.1 Phillip Lim


image

Chanel

1
337
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
337
  
2013, 9 აგვისტო, 17:32
8-9 მომეწონა
0 1 1