x
image
ირინა ნადაშვილი
მე, შენ, "ის" და არაბული თეთრი ჩადრები....

image














მე, შენზე ფიქრი, უკვე, ჩვევად მექცა!


ეს საფიქრალი კი წამითაც არ მტოვებს.


შენი თვალები თუ გამახსენდა, დამიჯერე

– __ლოცვას უყოყმანოდ მივატოვებ...

რჯულზე უმტკიცეს ჩვეულებას, როგორც ყოველთვის ხომ

– ___რჯული მარტოს ტოვებს!...



არჩევანის დროს, შენზე და რწმენაზე აზრს თუ მკითხავდნენ

შედეგს აზრისას, ვიცი მაშინ რომ გაკიცხავდნენ.



image

image













სამკუთხა სიყვარულს ჩვენში მკაცრად განიხილავენ.

მხსნილშიც და მარხვაშიც დაუნდობლად განიკითხავენ

არამც და არამც თავად ჩვენ კი აზრს არ გვკითხავენ.



image


არც ამ გულს: მპყრობელს, ბატონს, მონას და თან ___პილატეს

ან და მე რატომ? ___გრძნობას ჩემსას რად არ ჰკითხავენ?

მეც ვამბობ რაა?___ ვითომ უტყუარს, ეგზომ სიმართლეს!

შენ რა გგონია ჩემო თავო, სიყვარულისთვის, მთელს დუნიას ხვალ___დაკითხავენ?

ჰმ... .....





რჯულის კანონს თუ შემაცვლევინებთ

მიმიშვებთ მასთან ამ ჩემი კალმით,

განა ქვეყანას დავხურავ ჩალით???

– __ ყველას სიყვარულს დავიცავ თავით...



image

image








რჯულის ბორბალის დატრიალებით მხოლოდ,

სამ მიჯნურს შევმოსავდი, თეთრი ჩადრებით,

რომ ჩვენი ბედის ჰარამხანა ამევსო ვარდებით...

თურმე სხვა რჯულით __ კარგო, წაღმა შემიყვარდები



image

image











იცი? ამისთვის მე, შენ და "იმან"___ ისიც ცოტა ხნით,

ჩვენს სიყვარულს დასაცავად ბოროტ თვალიდან,

შემოვაფაროთ არაბული, უნდა___ ჩალმები...

და მხოლოდ მაშინ, ცხელ ქვიშაზე ___ ვნებით დაღლილებს დაგვშრიალებდნენ___ მწვანე პალმები!

მოგიბრუნდები უკვე მეათედ და

რა ვქნა, თუ დაღლილი ხარ ____ არ მენაღვლები!...



image












3
63
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
63
  
2013, 13 მარტი, 22:19
ძალიან ძალიან მომეწონა.. უშესანიშნავესია.
2013, 13 მარტი, 17:01
ძალიან ლამაზი ლექსია :)
0 1 3