x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
იაპონური დიეტა
მრავალრიცხოვან დიეტებს შორის მეტად პოპულარულია იაპონური დიეტა.

დიეტას საფუძვლად უდევს მოხმარებული პროდუქტების სიმცირე და რამდენიმე აკრძალვის მკაცრი დაცვა.

სწორედ ეს მკაცრი წესები იძლევა საოცარ შედეგებს, სულ რაღაც 13 დღეში დაიკლებთ 8 კგ-ს და რაც მთავარია, მოაწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას, დიეტის დაცვის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში შეძლებთ კვებას და იდეალური ფორმის შენარჩუნებას.

image


რა შეიძლება და რა არ შეიძლება

დიეტაზე ყოფნის პერიოდში სრულად დაივიწყეთ მარილი. მისი მცირე რაოდენობით მოხმარებაც კი ხელს უწყობს სითხის შეკავებას ორგანიზმში, ზედმეტი წონის და ნივთიერებათა ცვლისას წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერების დაგროვებას.
მეორე აკრძალვა ეხება შაქარს-მარტივ ნახშირწყალს, რომლის გადამუშავებაზეც ორგანიზმს არ სჭირდებათ რაიმე ძალისხმევა.

ამავე მიზეზით აკრძალულია პური და თეთრი ფქვილის ნაწარმი. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ის ანელებს ცვლის პროცესებს და არასაჭირო ტოქსინების წყაროა.
აუცილებლად უნდა მიიღოთ 1, 5-2 ლიტრი სასმელი წყალი დღეში. იაპონური დიეტა საკმაოდ მკაცრია, ამიტომ დაგჭირდებათ პოლივიტამინების კომპლექსის მიღებაც, რომელიც შეიცავს მინერალებს (კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი)


საუზმეზე მხოლოდ ნატურალური შავი ყავა უშაქროდ. არანაირი ხსნადი ყავა. არომატული ყავა მოგანიჭებთ მხნეობას და ასევე დაააჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს


სადილი მოიცავს დიდი ულუფით თევზს, ქათამს ან ღორის ხორცს ბოსტნეულთან ერთად. კერძი ორთქლზე მოამზადეთ, თუმცა შეგიძლიათ შეწვაც მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთში. სადილად შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი. სალათა მოამზადეთ კიტრის, კომბოსტოს, სტაფილოსგან, ყაბაყისგან. დიეტა არ ზღუდავს ბოსტნეულის კერძების, ასევე ხილის და ხილის წვენის მიღებას. გამონაკლისია -ბანანი, ლეღვი და ყურძენი.

საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა ადუღებული ან გაზგასული მინერალური წყალი. სადილის შემდეგ კი დააყოლეთ ახლად გამოწურული პომიდვრის წვენი. გარკვეულ დღეებში შეგიძლიათ მიიღოთ 300 გ. დაუმუშავებელი მოხარშული ბრინჯი, ასევე მყარი ყველის მცირე რაოდენობა


დიეტური ვახშამი მოიცავს თევზის კერძს. ნებისმიერი სახის თევზის ნაჭერი 200-250 გ. მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული, ასევე ზეითუნის ზეთში შემწვარი. ვახშმის შემდეგ საათი ან საათ-ნახევრის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა სასმელი წყალი.


დიეტა რეკომენდებული არ არის კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. სხვა შემთხვევაში მედიკოსები აღიარებენ, რომ "ამომავალი ქვეყნის" დიეტა სასწაულებს ახდენს როგორც გარეგნულად, ასევე ორგანიზმის შიგნითაც.

სხვა დიეტებისგან განსხვავებით იაპონური დიეტის შედეგი გარანტირებული, ხანგრძლივი და მყარია.

0
253
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0