x
image
მაკუნა
Mediator image
ეჭვიანობა და მისგან გათავისუფლების საშუალებები
image



ეჭვიანობა _ სიმპტომი, რომელსაც სქესი და ასაკი არ აქვს, მეორადი ემოცია, რომელიც წარმოადგენს წინასწარ ნეგატიურ ფიქრებს, შიშს, აფორიაქებას რაიმეს დაკარგვის გამო, რაც ინდივიდისთვის ფასეულობას წარმოადგენს.


სხვათაშორის მსგავსი სიმპტომის მატარებელ ადამიანებს, არც ეროვნება აქვთ. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეჭვიანობა ნებისმიერ კულტურაში არსებობს, ნაწილისთვის კი ეს კულტურალურ - სპეციფიკურია, ანუ დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული კულტურებისთვის. სოციოლოგების აზრით, ეჭვიანობისას გადამწყვეტია, ის კულტურული ფასეულობები, რომელიც დამკვიდრებულია ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში. ეჭვიანობა შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერი მოვლენის, საგნის ან ადამიანის მიმართ.

კულტურულ და ისტორიული ფაქტორები მამაკაცების და ქალებისთვისაც მსგავსია. პერსონალური ფაქტორები მკვეთრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიყვარულის სტილზე. ემოციური ფაქტორები განსხვავებულია ადამიანებისთვის და ინდივიდუალურ მდგომარეობას წარმოადგენს. სიტუაციური ფაქტორები ძალზედ ხშირია და ძალიან ადვილია მათ სტიმულირება.


საყვარელი ადამიანის მიმართ ეჭვიანობა, გარკვეულწილად ბუნებრივია. ხშირად ეს ყურადღებაზე და იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს გარკვეული ინტერესი გააჩნია იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეჭვიანობს. ეს გამართლებულია, მანამ, ვიდრე წყვილი ურთიერთნდობას საბოლოოდ არ განამტკიცებს. ამის შემდეგ კი, ეჭვიანობა, უადგილო და გაუმართლებელია.
ეჭვმა არ იცის სულელი და ჭკვიანი, ღარიბი და მდიდარი, კეთილი და ბოროტი, ის ყველას შეიძლება სჭირდეს, თუმცა აქაც დოზას აქვს დიდი მნიშვნელობა.ეჭვიანობა უნდობლობის გამოხატულებაა, როცა მისი კონრტოლი ვერ ხერხდება, ავადმყოფობადაც კი იქცევა ხოლმე.
არსებობს მორბიდული (ავადმყოფური) ეჭვიანობა _ ე.წ. ოტელოს სინდრომი, ეს არის ფსიქიატრიული აშლილობა, როდესაც ადამიანებს სჯერათ, რომ მათი სექსუალური პარტნიორი ან შეყვარებული ღალატობთ. ადამიენები ასეთი ავადმყოფური ეჭვიანობით ხშირად არიან თავისი პარტნიორის დამდანაშაულებლები, უწყობენ საბოტაჟს, ზოგჯერ ძალადობენ კიდეც მათზე.

ავადმყოფური ეჭვიანობისგან თავის დაღწევა მხოლოდ საკუთარ თავთან შეცდომების აღიარებით და საკუთარი ემოციების გაკონტროლებით არის შესაძლებელი. იმის გაანალიზება, რომ

ეჭვიანობით სიყვარულს ვერაფერს შემატებთ მხოლოდ კარგს მოგიტანთ, რადგან ეჭვიანობა ნამდვილად არაა სიყვარულის საზომი. თუ გინდათ, რომ მან იცოდეს, როგორ გიყვართ, ჭირვეულობის, პანიკის ნაცვლად, უბრალოდ ხშირად უთხარით, რომ ძალინ გიყვართ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ.

ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილზე, ვისზეც ეჭვიანობთ. მუდმივად გამომცდელ კითხვებზე პასუხის გაცემა, ადგილსამყოფელის კონტროლი და ტელეფონში ქექვა, არავის სიამოვნებს და მათ შორისაა თქვენი საყვარელი ადამიანიც. არც ერთი კაცის, (არც ქალის) სურვილი არაა, რომ სიყვარული კოშმარად ექცეს.
ადამიანები დროთა განმავლობაში ეჭვიანობის მტანჯველი გრძნბისგან თავის დაღწევას ახერხებენ. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია ეს საშინელი სენი, გთვაზობთ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ რამდენიმე რჩევას. თუ პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ ეჭვი და ტკივილი ნამდვილად წარსულში დარჩება:


1. გაერკვიეთ თქვენს გრძნობებში. ეჭვი - შიშისა და სიბრაზის გაერთიანებაა: შიში იმისა, რომ ვიღაცას კარგავ, ხოლო სიბრაზე კი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა იმას გართმევს რასაც გრძნობ, რომ შენ გეკუთვნის.

2. დართეთ თქვენს თავს უფლებას, რომ 'იგრძნოთ' ემოციები სწორი გზით. როდესაც ეჭვიანობა შემოგაწვებათ, უბრალოდ კითხეთ თქვენს თავს: რაზეა ჩემი ეჭვი დაფუძნებული, შიშზე თუ სიბრაზეზე? გაანალიზეთ სხეულის რომელი ნაწილია "დაზიანებული." თუ გრძნობთ ჩაბღაუჭების შეგრძნებას მუცელში, ეს უფრო შიშია. ხოლო თუ მცხუნვარე, მჭიდრო შეგრძნება გაქვთ მხარბეჭსა და ყბაში, მაშინ სიბრაზე გაწუხებთ. თქვენ ასევე შეიძლება ამ გრძნობების კომბინაცია იგრძნოთ.

3. გადმოეცით თქვენი გრძნობები. თქვენი ნამდვილი გრძნობების გაზიარება ისეთ ადამიანთან რომელიც არ გაკიცხავს მათ, შეძლებს შექმნას მჭიდრო გრძნობათა კავშირი თქვენ ორს შორის და გახსნას დიალოგი თქვენს წარსულ ურთიერთობებზე. ლაპარაკისას გამოიყენეთ "მე" ნაცვლად "შენ" - ისა. იმის მაგივრად რომ თქვათ "ეს არ უნდა გაგეკეთებინა, " თქვით "მე ვგრძნობდი თავს საშინლად როდესაც ეს მოხდა."

4. დაადგინეთ რას გასწავლით თვქენი ეჭვიანობა. ეჭვმა შეიძლება ყურადღება დაგაძაბვინოთ იმაზე, თუ რა გინდათ თქვენ და რა არის თვქენთვის მნიშვნელოვანი. თუ თქვენ ხართ ეჭვიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც მეგობარს გართმევთ, ე.ი. თქვენთვის პირადი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. თუ პრობლემა ფულია, მაშინ თქვენი ძირითადი საჭიროება კარგი დაცვა ან თავისფულებაა. დაუსვით შეკითხვა თქვენს თავს: "რატომ ვეჭვიანობ ამის გულისთვის? რა მაეჭვიანებს? რის შენარჩუნებას ვცდილობ? რატომ ვგრძნობ თავს დაშინებულად?" როდესაც გაერკვევით თუ რა გაეჭვიანებთ, მაშინ შეძლებთ, გადადგათ დადებითი ნაბიჯები ამ პრობლემის გამომსასწორებლად, ყველანაირი უარყოფითი ემოციების გარეშე რომლებიც ეჭვს იწვევს.

5. დაივიწყეთ ყველანაირი ცრურწმენები, რომლებმაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიონ. ძალიან ხშირად მცდარი აზრები უდევს საფუძვლად ეჭვს. თუ შეამოწმებთ თქვენს აზრს, ადვილად დააღწევთ თავს ყოველგვარ არასასიამოვნო გრძნობას. ძირითადად გავრცელებული აზრებია: "ყველა ცდილობს ჩემი ფულის მითვისებას" ან "თუ ეს ადამიანი მე დამტოვებს, მეტი მეგობარი აღარ მეყოლება." ის რისიც გჯერათ ცვალებადია. თუ შეიცვლით აზრს, შეიცვლება თქვენი გრძნობებიც. დაიჯერეთ ყველაფერი რეალურად დადებითი და სულ ცოტა ხანში იგრძნობთ შვებას. როდესაც ბედნიერი ცხოვრებისკენ დაიწყებთ ნაბიჯების გადადგმას, ნახავთ, რომ სიბრაზე, გაღიზიანება, ეჭვი, შური, შიში თვალის დახამხამებაში გაქრება.




0
1514
4-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
1514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0