x
image
jango
რატომ არიან ქართველი ქალები ასეთი კარგები?

imageვინმემ რომ მკითხოს რომელი ქვეყანას ყავს საუკეთესო ქალებიო, დაუფიქრებლად ვუპასუხებ, ჩვენ ქართველებს მეთქი. მაგრამ ამ ყველაფერს არგუმენტები ჭირდება, რატომ არიან ქართველი ქალები კარგები. ქართველი ქალის იდეალი და ევროპელი ქალის იდეალი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ლიტერატურაშიც ჩანს რომ ევროპულ ლიტერატურაში ქალის სახე მუდამ წარმოდგენელია სექსუალურ სიმბოლოდ და უფრო მეტად როგორც ქალად ვიდრე
როგორც მეუღლედ ან ვიდრე როგორც დედად. საქართველოში დედის კულტია, და ღმერთმა დაგვიფაროს ეს შეიცვალოს, მე ამაზე ყურადღების გამახვილება არ მინდა მაგრამ მიმაჩნია რომ ქართველი ქალი დაჩაგრულია, ნაკლები თავისუფლება აქვს, თითქოს ნაკლები უფლებაც რომ საკუთარი ცხოვრება ქონდეს, თავს ვალდებულად მიიჩნევს აიტანოს რაღაცეები, რასაც მაგალითად ვერ აიტანს ევროპელი ქალი. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ რომ მათი ცოლი სახლში იჯდეს და ბავშვებს უვლიდეს, რა თქმა უნდა ბევრია რომელიც ცოლს ხელს უწყობს საკუთარი საქმე ქონდეს. ქართველი ქალი ყველასგან იმით განსხვავდება, რომ იმასთან ერთად რომ კარგი დედაა და კარგი მეუღლე, სილამაზითაც წამყვანი ადგილი უკავიათ მსოფლიოში. შვილი ყველას უყვარს, მაგრამ ფაქტია რომ ქართველი დედები განსხვავდებიან სხვა ქალებისგან, სხვა ქვეყნებში 18 წლის შემდეგ შვილებს თავს ანებებენ რაც ქართველ დედებს 18 წლის შემდეგ კი არა 40 წლის შემდეგაც არ შეუძლიათ.

0
434
6-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0