x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ აღინიშნება 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე?!

image


ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება და მისი მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, ეს არის დღე ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნისა.





პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აღინიშნა, შემდგომში უმთავრესი მოვლენა რომელმაც ეს დღე საყოველთაოდ ცნობილი გახადა, იყო ნიუ-იორკში მომხდარი ხანძარი, რომელიც საფეიქრო ქარხანა "ტრაიენგლ შირტუეისტ"-ს გაუჩნდა, ხანძარმა 140 აქ მომუშავე ქალის სიცოცხლე შეიწირა (სტატიას თან ერთვის ამ საშინელი დღის ფოტოები)



image

1853 წლის 8 მარტს სამკერვალო ქარხანის მუშა ქალები გაიფიცნენ, გაუსაძლისი პირობების გამო, უკმაყოფილება ძირითადად მწირი ხელფასით იყო გამოწვეული. მათი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო, ისინი დარბეულნი იქნენ პოლიციის მიერ. სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.


1910 წელს ქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, ამ კონფერენციაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გენერალ სოციალისტი "კლარა ცეტკინის" მიერ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას 1913 წლის 8 მარტს ქალები მშვიდობიან მსვლელობებს აწყობდნენ. სწორედ ქალთა გამოსვლები გახდა რუსეთის 1917 წლის რევოლუციის გამომწვევი მიზეზი.

1965 წლის 8 მაისს სსრკ-ს უმაღლესი პრეზიდიუმის მბრძანებლობით ქალთა დღე უქმე დღედ გამოცხადდა. საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის ეს დღე დღემდე უქმე დღედ რჩება, მათ შორის საქართველოშიც.

1975 წელი რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ამ დღის სპონსორობისთვის.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალთა დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთხმად უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს...


საფეიქრო ქარხანა ნიუ-იორკი... ხანძარს 140 ქალის სიცოცხლე შეეწირა...

image

.



1
1908
18-ს მოსწონს
ავტორი:ბეტო777
ბეტო777
1908
  
2013, 25 მარტი, 11:26
ინფორმატიული და საინტერესო სტატიაა
0 1 1