x
image
მაია წიკლაური
ლეონიდ ეფრემოვი
ლეონიდ ეფრემოვილეონიდ ეფრემოვი, თანამედროვე რუსი მხატვარი, რომელიც ამჟამად მექსიკაში პლაია დელ კარმენში ცხოვრობს ხატავს ზეთში მასტეხინით. მისი ნამუშევრები სავსეა ცოცხალი, მრავალფეროვანი პალიტრით და გამოირჩევა ჰარმონიული და ნატიფი შესრულებით. მხატვარზე ძალზე მცირე ინფორმაცია არსებობს, რომელიც მის ბლოგზეა ხელმისაწვდომი."მე პროფესიონალი მხატვარი ვარ, წერს ეფრემოვი. ხელოვნება ჩემი ცხოვრებაა, ვხატავ ყოველ დღე და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ რომ ხალხს მოსწონს ჩემი ნამუშევრები. ღმერთმა დამასაჩუქრა ხატვის ნიჭით და მისი მადლობელი

თეთრი ანგელოზივარ ამისთვის, ასევე იმისთვისაც, რომ ჩემი ნამუშევრები ხელმისაწვდომია და იყიდება ყოველ დღე. მე დავიბადე ვიტებსკში 1955წელს. საოცარია, რომ დავიბადე იმავე ქალაქში სადაც მარკ შაგალი, ცნობილი მხატვარი, რომელმაც კ. მალევიჩთან და ვ. კანდინსკისთან ერთად დააარსა ვიტებსკის ხელოვნების სკოლა, რომელიც დავამთავრე 1978 წელს და ვარ მისი ერთერთი საპატიო წევრი.

ჩემი კარიერის განმავლობაში ვცადე სხვადასხვა ტექნიკით ხატვა, მაგრამ განსაკუთრებით შემიყვარდა ზეთის საღებავი და მასტეხინი. ყოველი ნამუშევარი არის ხანგრძლივი მუშაობის შედეგი; ყოველი ტილო კრეატიული ძიების შემდეგ იბადება და სავსეა ჩემი შინაგანი სამყაროთი; ყოველი ჩემი ნახატი განსხვავებულ ხასიათს, ფერსა და ემოციას ბადებს. მე მიყვარს ნახატებში სილამაზის, ჰარმონიის და ამქვეყნიური სულის გამოხატვა.

რომანტიკული ტანგოჩემი გული ღიაა ხელოვნებისთვის. ყოველი ჩემი ნამუშევარი ასახავს ჩემ გრძნობებს, მგრძნობიარობას, ვნებებს და ჩემი სულის მუსიკას. ჭეშმარიტი ხელოვნება ცოცხალია და შთაგონებუ- ლია კაცობრიობის მიერ. მე მჯერა, რომ ხელოვნება გვეხმარება აგრესი-ისგან და დეპრესიისგან განთავისუფლებაში.


ამჟამად ჩემ ნამუშევრებს აგროვებენ მთელ მსოფლიოში. კოლექციონერები არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან".

ლეონიდ ეფრემოვი იყენებს მხოლოდ ნატურალური ზეთის საღებავებს და 100%-იან ბამბის ტილოს. მისი თითოეული ნახატი უნიკალურია. ეფრემოვის ორიგინალი ნახატების შეძენა დიდი ინვესტიციაა. საკმარისია მისი სახელი ჩაწეროთ ინტერნეტ მაძიებელში რომ აღმოაჩინოთ და შეაფასოთ მისი ხელოვნება.დილის შარმი

ვნება
ტანგო
ფოთოლცვენის სიჩუმე
სულის ცეკვაცხელი დაისიფლამენგოს მოცეკვავე
დილაყვავილები








0
272
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0