x
image
DianaMaverick
ყველაზე უცნაური ტყუპები მსოფლიოში!
გაერთიანებული ტყუპები განგა და ჯამუნა მონდალი(Ganga & Jamuna Mondal) ცირკში მუშაობენ სადაც საუცხოო ნომერს ასრულებენ სახელად ''დები ობობები''(The Spider Sisters) და ამით ისინი ოჯახს არჩენენ.

image


39წლის წყვილი, რომლებსაც 2 თავი, 3 ფეხი და 4 ხელი აქვთ, მსოფლიოში უიშვიათესი ტიპის ტყუპებს განეკუთვნებიან.ცნობისმოყვარე მაყურებელთა ბრბო უყურებენ თუ როგორ ობობასავით დაცოცავენ ისინი მშობლიური ინდოეთის ერთ-ერთ სცენაზე ღამით 5 საათის განმავლობაში, სანაცვლოდ კი მხოლოდ 26 ფაუნდ სტერლინგს (£26, £-გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური ვალუტა)იღებენ, თუმცა ეს საკმარისი თანხაა 22 წევრიანი ოჯახის სარჩენად 2 კვირის განმავლობაში.

ჯამუნა ამბობს:საზოგადოებას ჩვენზე არასწორი წარმოდგენა აქვთ, ისინი ფიქრობენ რომ ჩვენ სხვანაირები ვართ''


როდესაც დასავლეთ ბენგალში ეს ტყუპები დაიბადნენ, 2 მედდას გულიც კი წაუვიდა.

image













ექიმებმა აღმოაჩინეს რომ გოგოები მენჯებით არიან გადაბმული, მაგრამ ორივე მათგანს ნორმალური ზედა ორგანოები გააჩნიათ და 1 ფუნქციური ფეხი, დარჩენილი 2 ფეხი კი ერთ კიდურზეა შეზრდილი და ზედ 9 ფეხის თითი აქვთ.

''დიდად გარეთ არ დავდივართ რადგანაც ეს გვაღიზიანებს.''-აღნიშნავს განგა.

მეორე ტყუპისცალ დას ეშიანია განცალკევების, რადგან შედეგი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.მაგრამ როგორც ამერიკაში მოღვაწე ექსპერტმა ჯეიმს სტეინმა(James Stein) აღნიშნა სატელევიზიო დოკუმენტურ შოუში დისკოვერზე(Discovery), მათი განცალკევება შესაძლებელი იყო.თუმცა დებმა სამუდამოდ ერთად ყოფნა აირჩიეს.''ისე ვიცხოვრებთ როგორიც ღმერთმა გაგვაჩნია.''-აღნიშნავს დაზე ჩახუტებული განგა.დებმა საჯაროდ განაცხადეს რომ ისინი ამას არ დაუშვებენ, არა მარტო რისკის არსებობის გამო, არამედ ისინი აღნიშნავენ რომ ღმერთის სურვილის წინააღმდეგ არ წავლენ!

imageგანგა და ჯამუნა ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ხანდახან კამათობენ ხოლმე კიდეც.მაგალითად:განგას უყვარს თევზი, ჯამუნას კი ხორცი ურჩევნია.საღაამოობით განგას წიგნების კითხვა ან სიმღერის მოსმენა მოსწონს, ჯამუნა კი ეგრევე იძინებს ხოლმე.განგას საყვარელი მსახიობი ამიტაბ ბაჩანია(Amitabh Bachchan), ჯამუნას კი ის არ მოსწონს და აქშაი კუმარი(Akshay Kumar) ურჩევნია.თუმცა დები ერთად ცხოვრებას მაინც მშვენივრად ახერხებენ.მათ ჰყავთ 1 ქმარი გადადჰარი( Gadadhar), კარნავალის მუშაკი, რომელიც მათ ძალიან უყვართ.როდესაც მას ეკითხებიან თუ რომელი უფრო ძლიერ უყვარს, გადიდჰარი ასუხობს:''მე ორივე თანაბრად მიყვარს!''

კადრი ფილმიდან კადრი ფილმიდან 2000წელს ისინი თამილ (Tamil) ფილმში გადაიღეს სახელწოდებით ''H2o''(წყალი).

1999წელს ტყუპებმა გოგონა გააჩინეს საკეისრო კვეთით მაგრამ სამწუხაროდ იგი დაბადებიდან რამოდენიმე საათ ში დაიღუპა.მართალია მათ ძალიან უნდათ ბავშვი ყავდეთ, მაგრამ ექიმებმა აღნიშნეს რომ ორსულობა მათ ცხოვრებას საფრთხეს შეუქმნის.

ჩვენ 1 სხეულში არსებული 2 სხვადასხვა არსება ვართ, ბოლოს და ბოლოს 2 აზროვნება გვაქვს''-გვპასუხობს ჯამუნა კითხვაზე-''თქვენ 2 ხართ თუ 1?''

''ჩვენი ერთ ადამიანად მიჩნევა აშკარად უსამართლობაა''-აცხადებს განგა მონდალი.

გთავაზობთ რამოდენიმე სურათს მათი ცხოვრებიდან:

ტყუპები ბავშვობაშიტყუპები ბავშვობაში











ცირკში ნომრის შესრულების დროს











და ბოლოს, ვიდეო:

P.S. :( რა ცოდოები არიან...მაგრამ ძლიერი სულის პატრონნი... ♥








6
523
5-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
523
  
2013, 18 მარტი, 8:38
მარტლაც... :(
2013, 18 მარტი, 1:24
წარმოიდგიინეეთ ესეენი არ თვლიიან უბედურაად თაავს დაა ჩვეენ კი მართლააც ყველაფერზე ვწუწუნეეებთ,, უფალმა გააძლიეროოს
2013, 13 მარტი, 20:27
:( ხო...საწყენია მაგრამ მწარე რეალობა...
2013, 13 მარტი, 20:25
ხო ყველაზე მეტად ეგ მისჰლის ნერვებს იდიოტობებზე ვწუწუნებტ და იმას არ ფფიქრობტ სხვას როგორ უჯირს:(:(:
2013, 13 მარტი, 20:20
მართალი ხარ,ძალაინ ძლიერი სული აქვთ ამათ,უძახე ინდოელები...ჩვენ კიდე ელემენტარულზე ვწუწუნებთ და ღმერთს ათას პრეტენზიას გამოვუთქვამთ... :(
2013, 13 მარტი, 20:18
ბევრი ჩვენთაგანი წუწუნწბს იმაზე რომ ლამაზი არაა და იკეთებს ატასგვარ ოპერაციებს ეს ადამიანები კი ღმერთისგან მადლობლები არიან იმისთვის რო გააჩინა და ბევრი ჩვენთაგანი მათ სრულფასოვან ადამიანებათ არც კი არითქვამს.
0 1 6