x
image
DianaMaverick
ადამიანი ქვედა კიდურების გარეშე!
კენი ხერხემლის იშვიათი თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა, რასაც ''Sacral Agenesis'' ეწოდება, რამაც მისი ხერხემლის ნორმალურად განვითარების შეწყვეტა გამოიწვია.იგი დღესდღეობით დასავლეთ ვირჯინიაში(ა.შ.შ)ცხოვრობს.

image

როდესაც ის მხოლოდ 6 თვის იყო, ექიმებმა ორივე ფეხზე ამპულტაცია გაუკეთეს და ფეხის ძვალი მისი ნახევრად განვითარებული ხერხემლის დასასრულებლად გამოიყენეს.ექიმებმა მას ფეხის საუკეთესო პროთეზის გაკეთება შესთავაზეს ჯერ კიდევ როდესაც ბავშვი იყო რათა სიარული შეძლებოდა მაგრამ კენის მათი ტარება არ უყვარდა და უარი თქვა.

image


სამაგიეროდ მოხერხებულმა და ჭკვიანმა ბიჭმა გადასაადგილებლად ხელების ხმარება და სკეიტბორდზე დგომაც ისწავლა.ეხლა, მიუხედავად ექიმების თქმისა რომ ის მაქსიმუმ 21წლამდე თუ იცოცხლებდა, კენი მუშაობს, თამაშობს ბილიარდს და სრულყოფილ სექსუალურ ცხოვრებასაც კი ეწევა თავის საცოლე ნიკი ბერნალდესთან ერთად.image


''ბევრს აინტერესებს კენს აქვს თუ არა სასქესო ორგანო, ჩვენ ისევე გვაქვს სექსი როგორც ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს, კენს ყველა საჭირო სხეულის

ნაწილები გააჩნია''-გვიამბობს 33 წლის ნიკი.


















image''მამაჩემმა საკმაოდ ბევრი მასწავლა თუ როგორ უნდა მევლო ხელებზე.''-აღნიშნავს კენი.

მისი მამა კი ამბობს:''მე უბრალოდ ვუთხარი დედამისს მიჰყოლოდა უკან და ისე გაევლო როგორც ის დადიოდა, ის ხომ იხვისავით დააბოტებს.''



ბავშობაში, 1988წელს კენი მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს სახელად ''Kid Brother''.ეს ემოციური ფილმია სადაც მშვენივრადაა გადმოცემული მისი ბრძოლა შეეგუოს უნარშეზღუდულ ცხოვრებას და როგორ უარყოფს ის ფეხის პროტეზის გამოყენებას რომელსაც ყველა ჩვეულებრივი ინვალიდი იყენებს.ერთ-ერთი მოქმედების დროს ის ხელოვნურ კიდურებზე დგება და ამბობს:''მე თუ უნარშეზღუდული ვარ ეს მხოლოდ ამ დაწყევლილი ფეხების გამო!''

imageკენი პირველ ცოლს სარას გაცილებულია, მაგრამ ამჟამად ნიკიზეა დანიშნული ვისთანაც მას 2 შვილი ყავს.

მან American TV-ში(ერთ-ერთი არხი ამერიკაში) სტუმრობისას გაამჯღავნა რომ მისი ოცნება იყო ბავშვი ყოლოდა.

ის ამბობს:''მე მინდა ბავშვი რომელიც ჩემს სახელს ატარებს, ვიღაც ვისაც ჩემს მემკვიდრეობას გადავცემ და იტყვის:''დიახ, ეს მამაჩემია!''

imageავადმყოფთა უმრავლესობა რომლებსაც იგივე პათოლოგია აწუხებთ, ძირითადად ახალგაზრდა კვდებიან, მაგრამ კენიმ ექიმების ვარაუდი თავიდანვე უარყო!

''მე ეხლა მკვდარი უნდა ვიყო, ექიმებმა მითხრეს მხოლოდ 21 წლამდე თუ იცოცხლებო, მე კი უკვე 35 წლის ვარ''-განაცხადა კენიმ.


imageსასწაულია მაგრამ კენი ამჟამად სრულყოფილ და აქტიურ ცხოვრებას მიჰყვება, ის ბილიარდსაც თამაშობს მაგიდაზე ასული და ბოულინგიც მშვენივრად ეხერხება.

image










გთავაზობთ ვიდეოს:

10
107
3-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
107
  
2013, 18 დეკემბერი, 20:16
:))) შემეცოდაა
2013, 5 მარტი, 19:55
გეთანხმები,მაგალითად მე
2013, 5 მარტი, 19:20
:) ხოო,და მერე ეს ძალიან ძნელია...მის ადგილას ბევრი დეპრესიაში ჩავარდებოდა...
2013, 5 მარტი, 19:16
სული აქვს მებრძოლი
2013, 5 მარტი, 17:35
მართალი ხარ♥
2013, 5 მარტი, 17:33
:) ხოო,ესეთები ერთეულები არიან. ♥
2013, 5 მარტი, 17:29
რამ და ამ ადამიანმა ამდენი რომ შეძლო
2013, 5 მარტი, 17:27
რამ გაგაოცა? :)
2013, 5 მარტი, 17:25
ყოჩაღ რააა გაოცებული ვარ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10