x
image
DianaMaverick
მსოფლიოში ყველაზე პატარა დედა!
არის რა 83.82სმ-ის, ის მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაა-და ის აღიარებს რომ სიკვდილისთვისაც კი მზად იყო ოღონდ ბავშვი გაეჩინა.

imageგასაოცარი გოგონა კირსტენი 2კგ. დაიბადა და სიგრძეში 35.56სმ. იყო-ანუ დაახლოებით დედამისის ნახევარი სიგრძის.








image

მაგრამ სამაგიეროდ, ბავშვის მამა ჯერემი, 1.9304სმ.-ისაა.
იშვიათმა დარღვევა-ძვლურმა დისპლაზიამ (სიტყვა დისპლაზია ლათინურიდან მოდის და ითარგმნება როგორც ''ცუდი განვითარება-ზრდა''ანუ როდესაც ძვლები სათანადოდ ვერ ვითარდება)კრისტიანი ჯუჯად აქცია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მისი ზოგიერთი ძვალი იგივე ზომისაა რამხელაც მის ტოლა ''ნორმალურ'' ქალს უნდა ჰქონდეს.
მისი პატარა ძვლების ვიწრო აგებულების გამო, ექიმებმა გააფრთხილეს კრისტიანი რომ ბავშვის ყოლა მის შემთხვევაში შეიძლება ფატალური ყოფილიყო.


20წლის კრისტიანი ამბობს:''გახდე დედა, ეს ყველა ქალისათვის საშიშია, მაგრამ ვიღაც ჩემსავით პატარასთვის, ეს კიდევ უფრო საშიში ხდება.ეს ისეთი რთული იყო...რადგანაც დაბალი ვარ, ექიმები შიშობდნენ რომ ჩანასახი ჩემს გულსა და ფილტვებს დააზიანებდა.''

image''მე გამაფრთხილეს რომ ბავშვი სულ მცირე 30 კვირა მაინც უნდა მყოლოდა მუცლად, რადგან დაბადების შემდეგ ჩვეულებრივ სიცოცხლის უნარიანი ყოფილიყო.გავიდა 28 კვირა, შემდეგ 30, შემდეგ 32 და შემდეგ 34იც კი...და ეს ის დრო იყო უკვე როდესაც ექიმებმა გადაწყვიტეს კირსტენი 6 კვირით ადრე მოვლინებოდა ქვეყანას.''

ენით აღუწერელი და ძალიან ემოციური იყო როდესაც მან პირველად დაინახა საკუთარი გოგონა...:) მას არც კი ეჯერა რამდენად დიდი იყო კირსტენი.

''ის ძალიან პატარა იყო...მაგრამ ამავე დროს ისეთი ბუმბერაზი ჩემთან შედარებით...ის ისეთი ლამაზი იყო...''-ამბობს კრისტიანი.

''მე და ჯერემის როგორც იქნა ნორმალური ოჯახი გვქონდა, და ეს უმთავრესი იყო..''

კრისტიანი და მისი 19 წლის საქმრო მის მშობლებთან ერთად, ამერიკაში, სიეტლის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობენ.მათ ერთმანეთი სკოლაში გაიცვნეს და 2 წლის წინ დაიწყეს ურთიერთობა.

ეხლა, როდესაც ისინი გარეთ არიან საკუთარ 6 თვის გოგონასთან ერთად, ჯერემი მიეჩვია და აიგნორებს გამვლელების მიშტერებულ მზერას, კრისტიანს კი ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უჭირს.

სიარული მისთვის არც თუ ისე ადვილია რადგანაც მისი 1 ფეხი 5 სმ.-ით მოკლეა, ამიტომ ჯერემის ხშირად მისი ხელით ტარებაც კი უწევს, რაც მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

imageის ამბობს: ''გვიყურებენ და გვაშტერდებიან...თითქოს მათი თვალები ჩემზე იყოს მიწებებული.''

''მე ვფიქრობ...კარგი, დაბალი ვარ, მაგრამ მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალოდ პატარა სხეულით.''

''ვიცი ისინი მე მომშტერებიან, განსაკუთრებით როდესაც ჯერემისთან ერთად ვარ, იმიტომ რომ ის ხომ ისეთი მაღალია...მათ ალბათ უკვირთ, რა შეუფერებელი წყვილიაო, მაგრამ ამ შეუფერებელ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვართ...და რამდენიც არ უნდა გვაშტერდნენ ამას ვერაფერი შეცვლის.''-ამბობს იგი. :)



ყოველწლიურად გაერთიანებულ სამეფოში 60 ბავშვი იბადება იგივე დაავადებით, ამათგან სამ% ნახევარზე მეტს მშობლები საშუალო სიმაღლის ყავთ.

ამერიკაში ხალხის რეაქცია კრისტიანის ორსულობაზე, არც თუ კეთილ განწყობილი იყო, რამაც კრისტიანი საგონებელში ჩააგდო და დანებებასაც კი აპირებდა.

''როდესაც პირველად დავორსულდი, არც კი ვიცოდი გადავიტანდი ამას თუ ვერა.ორივე ჩემი მშობლები ნორმალური სიმაღლის არიან და ჩემს ოჯახში ჩემს გარდა პატარა არავინაა.ძალიან მნიშვნელოვანია ესე ადვილად არ დავნებდეთ როდესაც საქმეისეთ მნიშვნელოვანს ეხება როგორიცაა ბავშვის გაჩენა, ბავშვის გაჩენის გამო ბევრი გავრისკე, ვფოქრობ სხვებისთვის მაგალითი ვარ.''-ამბობს იგი.

სამწუხაროდ, სიეტლში ექიმებმა პატარა კრისტენსაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს და დამტკიცდა რომ მას ძვლისებრი დისპლაზია დედიდან გამოყვა.კრისტიანი ამ ამბით გულგატეხილი იყო მაგრამ პირობა დადო თავის გოგოს დაეხმარებოდა რომ შეძლებისდაგვარად ნორმალურად ეცხოვრა.

ეს ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი-ძვლური დისპლაზია მრავალგვარ პრობლემას იწვევს ცხოვრებაში, ამასთან ერთად პატარა კირსტენი მგლის ხახით დაიბადა.

''მე ბევრი ვიტირე როდესაც გავიგე რომ ჩემ შვილსაც იგივე დაავადება ჭირდა..არ მინდოდა მასაც ის ყველაფერი გადაეტანა რაც მე გამოვიარე...''-ამბობს კრისტიანი.

''ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ მის წონას, მსმენელობას, ფიზიკურ განვითარებას და ა.შ...მე ამაზე თანახმა ვარ და ვუყურებ მას და ვფიქრობ რომ ის ძალიან ლამაზია.''

''რადგანაც მას მგლის ხახა აქვს, რაც ნიშნავს ხვრელს მის ცხვირსა და პირს შორის, იგი რძის დალევისას შეიძლება გაიგუდოს კიდეც.არის მომენტები როდესაც ის ცუდადაა და ვერც კი სუნთქავს, ამ დროს პანიკა გვეწყება.''

''რა თქმა უნდა არაა სასიამოვნო ტირილის მოსმენა მაგრამ ჯობია ტირილს უსმენდე ვიდრე არაფერს.''

''მინდა კირსტენს ბედნიერი, ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს, იმედი მაქვს ის ჩემზე 12-15სმ-ით მაღალი გაიზრდება, ამ შემთხვევაში ის სირბილსაც კი შეძლებს.''

კრისტიანი სხვა ჯუჯების მიმართ არც თუ კეთილგანწყობილი იყო და მათთან არ მეგობრობდა.მაგრამ ამჟამად, გახდა რა დედა ესეთი ბავშვისა, და აცნობიერებს თუ წინ რა ელოდება, ის აღიარებს რომ დროა დამოკიდებულება შეცვალოს მათ მიმართ. ''არ ვაპირებ მოვიტყუო, პატარა ადამიანებს ყოველთვის თავს ვარიდებდი, ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ძალიან არასასიამოვნოა.''-ამბობს იგი.
''მე არასოდეს მქონია ურთიერთობა პატარა ადამიანებთან, არ დავმჯდარვარ და მათთან დიალოგიც კი არასდროს გამიმართავს, ეს არა კომფორტული შეგრძნებაა.სიმართლე რომ ვთქვათ მათთან რომ ვარ განსხვავებულად ვგრძნობ თავს...ვხვდები რომ ძალიან მინდა ნორმალური ვიყო.'' :(

''როდესაც შენ მხოლოდ 83სმ. სიგრძის ხარ ბავშვის მოვლა არც თუ ისე ადვილია.''

კრისტიანისთვის, დაწყებული ბავშვის ჭამიდან პამპერსის გამოცვლამდე, ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა.

imageის დარწმუნებულია ერთგულ ჯერემიში და მასზეა დამოკიდებული, რომელიც საბედნიეროდ საათობრივად მუშაობს და ახერხებს ყურადღება მიაქციოს კრისტიანს და მის გოგონას.

მაგრამ...ყველაფრის მიუხედავად, ისინი უბედნიერესები არიან თავისი გოგონათი, უფრო მეტიც, ისინი ბავშვის ყოლას კიდევ აპირებენ.

''მე ძალიან მინდა ბევრი ბავშვი მყავდეს, ჯერემი ამბობს რომ 7 უნდა გვყვავდეს, როგორც ფიფქია და 7 ჯუჯაშია, ეს სიგიჟეა, ისე მოხდება რომ ყველაზე პატარა დედის ტიტულთან ერთად, ყველაზე ბევრი ბავშვის დედაც გავხდები :)''-ამბობს კრისტიანი. :)

image










გთავაზობთ ვიდეოს:


P.S.ეს წყვილი ალბათ მართლა ბევრში უარყოფითს გამოიწვევს მაგრამ მე ვფიქრობ არავის არ აქვს სხვისი განსჯის უფლება და ყველას თავის ცხოვრება აქვს...ძალიან კარგია თუ ბედნიერები არიან, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. :)

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0