x
image
DianaMaverick
''ადამიანი სპილო''! ''Elephant Man''!
ლალიტ რამი, რომელიც ლორიკაში, აღმოსავლეთ ინდოეთში ცხოვრობს, გენეტიკური დაავადებით-''ნეუროფიბრომატოსი''-თაა(Neurofibromatosis) დაავადებული, რაც იმას ნიშნავს რომ მას სახეზე სიმსივნური წამონაზარდები აქვს.

image ერთ-ერთი ფერმერის შვილი, რომელსაც მისი პირისახის სიმსივნის გამო ხალხმა ''ადამიანი სპილო'' შეარქვა, იმედოვნებს რომ იგი ოპერაციას გაიკეთებს რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლის და ცოლსაც კი შეირთავს.

იგი 26 წლისაა და უცოლო, რადგან მისი მდგომარეობის გამო არავინ მიყვება.ზოგი მას ინდური ღმერთის სახელს ''განეშ''-ს (Ganesh-ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღვთაებაა რომელსაც სპილოს ქანდაკება წარმოადგენს) ეძახის, ზოგიც კი უფრო მეტად სასტიკნი არიან.

ის ძალიან უბედური იყო და მეგობრად მხოლოდ თავისი კამეჩი ყავს.რამოდენიმეჯერ სიკვდილიც კი სცადა და ვირთხის საწამლავი გადაყლაპა, მაგრამ რაც დელიში არსებული განგა რამის საავადმყოფოში(Sir Ganga Ram Hospital) მოღვაწე ერთ-ერთმა პლასტიკურ ქირურგმა ვივეკ კუმარმა მას იმედი ჩაუსახა და ოპერაციის გაკეთება შესთავაზა და თან უფასოდ, იგი ბედნიერია და პირველად სწამს რომ მისი ოცნება ასრულდება, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება და ოჯახის შექმნასაც კი აპირებს ოპერაციის შემდეგ.


''ჩემი უცოლობის მიზეზი ჩემი სახეა.''
-ამბობს იგი.-''ჩემი ოჯახი ბევრს ეცადა ჩემთვის საცოლე გამოენახათ მაგრამ ვინც კი მოდიოდა და შემხედავდა, გაკვირვებული წამოიძახებდნენ-''ეს როგოგი ადამიანია?ვერ დავუშვებთ ჩვენი ქალიშვილი მას გაჰყვეს ცოლად!'მე ვუყურებ თუ როგორ ქორწინდებიან სხვები და მეც ამაზე ვოცნებობ...''გვიამბობს ის.

ლალიტმა წამონაზარდები ჯერ კიდევ ბავშობაში შეამჩნია.''ნელნელა, სიმსივნემ ზრდა იწყო.როდესაც ის პატარა იყო ვერ წარმომედგინა თუ ეს ასე საშიში აღმოჩნდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ის სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.აქამდე ექიმისთვის არასოდეს მიმიმართავს, რადგან ფული არ მაქვს, თანაც ყველა იმას მეუბნებოდა რომ ამას ვერაფერი უშველიდა.''-გვიყვება ის.

ლალიტის მდგომარეობა განხილულ იქნა და მას თავდაპირველი ''ადამიანი სპილო''-ს ჯოზეფ მერიკს უკავშირებენ.

image

რადგანაც მისი განკურნება შეუძლებელია, ექიმები ამბობენ რომ სიმსივნე შეიძლება ოპერაციით მოიკვეთოს.''ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა...ოპერაცია არც ისე ადვილი იქნება და სპეციალისტ ქირურგთა მთელი გუნდი დამჭირდება.ყოველშემთხვევისთვის, თუ ამას ისე დავტოვებთ როგორც არის, ლალიტი შეიძლება დაბრმავდეს თუ მისი თვალის ორბიტული ბუდე დაზიანდება.არსებობს აგრეთვე საშიშროება სმენის დაქვეითებისა.''-აღნიშნავს ექიმი ვევიკ კუმარი.

გთავაზობთ ვიდეოს:

P.S.წარამტება ვუსურვოთ მას და იმედია ექიმი ვივეკის ოპერაცია ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ლალიტს ამ გამწარებულ ცხოვრებას.უი, დამავიცყდა, :) და იმედია კიდევ ცოლსაც შეირთავს და ოჯახს შექმნის, ეს ხომ მისი ოცნებაა.. :) ♥

2
60
შეფასება არ არის
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
60
  
2013, 18 მარტი, 8:39
ხოო.. :( და ცოლი მოიყვანოს ნეტა,ისე უნდა.. :)
2013, 18 მარტი, 1:32
წარმატებებს ვუსურვებ მეეეც
ცოდვაააა ძაააან
0 1 2