x
ადამიანის გულის საზოგადოებრივ გეოგრაფიული აღწერა

imageგულზე ბევრი რამ თქმულა, მაგრამ ეხლა ცოტა გეოგრაფიული აღწერა არ აწყენდა, კონკრეტულად კი საზოგადოებრივ გეოგრაფიული, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობ გულის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახასიათებას.
გული სოციალურობის გარეშე წარმოუდგენელია, იგი
კარგად ასახავს მოსახლეობის გეოგრაფიის საკითხებს. მაგალითად შესაძლებელია ტენდენციების შედარებაც კი. ყველამ ვიცით, რომ დედამიწაზე უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგონა,
მაგრამ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს პირდაპირ ეხება გოგონების გულს, სადაც უამრავი ყმაწვილი დაიბადება, მაგრამ ერთგულად მხოლოდ გოგონები დარჩებიან მეგობრების სახით.
გული ეს აქტიური დესტინაციაა, უმარავი ადამიანი ხვდება მასში ტურისტების სახით და გარკვეულ კვლასაც ტოვებენ, გარდა იმისა რომ შთაბეჭდილებით დატვირთულები მიდიან. ზრდასთან ერთად
გულს უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. მერედა როგორია თანამედროვე ქართველების გული, რაც არ უნდა იყოს იგი პოსტაბჭოთას გავლენას მაინც განიცდის გარკვეულ წილად, ძველი
მანკიერი პროცესები გვახსენებენ თავს, თუმცა დაქცეული საბადოებისა და ეკონომიკის მსგავსად მხოლოდ მოგონებებადღა შემოგვრჩენია. როგორც დედამიწის რეგიონებად დაყოფა არის საკამათო საკითხი გეოგრაფებისათვის, ასევე რთულია გაავლო ზღვარი და დაყო ნაცნობი ადამიანები მათთან სიახლოვიდან გამომდინარე. ყველაზე ცხელი წერტილი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ემსგავსება ადამიანის გულში, რომელსაც ყველა სხვა თავისებურად აფასებს.
რატომ უჭირს კონკრეტული ადამიანების გულს სხვებთან ურთიერთობა? ნუთუ ამისათვისაც ინგლისურის ცოდნაა
საჭირო, იქნებ სხვა უცხოენებიც დაგვენერგა ჩვენს გულში. მაინც გარკვეულ კულტურულ-გეოგრაფიულ ფაქტორებს ვაწყდებით, სადაც ყველაფერი შედარებითია, შედარებითი პოლიტიკის მსგავსად.
ისეთივე შედარებითი, როგორც ქალაქები და სოფლები. ამ ყველაფერს კი ურბანულ განვითარებასთან მივყავართ, რომელიც გარკვეულ წილად ცვლის ადამიანის მენტალობას და შეუქცევად პროცესს
ემსგავსება.


საბოლოო ჯამში გულის განხილვისას მინიმუმ ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის ცოდნაა საჭირო, არ უნდა დაგვავიწყდეს თუნდაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ გეოგრაფიული წარსული. მაგრამ ეს მხოლოდ
თეორიებია, მთავარი კი პრაქტიკებია, პრაქტიკები.

ყველა ადამიანის გულო ბედნიერება შენ მინიმუმ საზოგადოებრივ
გეოგრაფიულ დონზე, ანუ ყოველმხრივ!!!

0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0