x
image
t.x.
შური-საშინელი სენი, როგორ დავიცვათ თავი მისგან

imageშურიანობას ზოგიერთი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს და არავითარ საშიშროებას არ ხედავს მასში, მაგრამ ასე არ არის. რაც უფრო წარმატებულია ადამიანი, ან მდიდარი, მით მეტი თვალი უყურებს მას შურით.

შური სხვისი ბედნიერებითა და კეთილდღეობით გამოწვეული ბოღმაა, რომელიც შურის ობიექტზე უარყოფით ენერგეტიკულ გავლენას ახდენს, თანაც ეს მარტო იმას კი არ ვნებს, ვისიც შურთ, არამედ მასაც, ვისაც შურს.

შურიანი ადამიანი თავს წარუმატებლად გრძნობს, თვლის, რომ თვითონ ბევრად სჯობია იმას, ვისიც შურს, მაგრამ არაფერში უმართლებს. ასეთი ადამიანები ხშირად ბოღმით ივსებიან და ბოროტდებიან. მათთვის უცხო ხდება ცნება-სიკეთე, იშვიათად იღიმებიან, თავს უბედურად გრძნობენ. შესაბამისად, ყველანაირი საქმე უარესად გამოსდით ვიდრე ბედნიერებს.

მაგრამ, თურმე არსებობს წესები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ თავის დასაცავად.

შურიანობისაგან თავის დასაცავად საჭიროა:

1. ჯიბით ატარეთ ლობიოს, ცერცვის ან ოსპის მარცვალი. წყვილლებნიანებს ადამიანისგან შურის აცილების მაგიური ძალა გააჩნიათ.

2. გაახმეთ მუხის რამდენიმე ფოთოლი და ჩაიდეთ იმ ჩანთაში, რომლითაც საქმეზე მიდიხართ. ნაწილი კი შინ დამალეთ იქ, სადაც ფული და ძვირფასი ნივთები გიწყვიათ.

3. შურისაგან თავდასაცავად კარგია აზინდა. შეგიძლიათ ის ოფისშიც იქონიოთ. 4. კარის თავზე დაკიდეთ გამხმარი სამყურას კონა, რათა სახლში შური არ შეიპაროს. ეს ბალახი ოჯახის წევრთა კარგ ურთობასაც უწყობს ხელს. 5. სახლში შესასვლელ კარზე დაამაგრეთ გიშრის ჯვარი.

0
90
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0