x
image
DianaMaverick
2010 წლის ეროვნული გეოგრაფიული ფოტოკონკურსი
გთავაზობთ ''National Geographic'' ის ფოტოკონკურში წარდგენილ საუკეთესო 47 სურათს, წარმოდგენილია 3 კატეგორია:ადამიანი, ადგილი, ბუნება.


image





















ბანაკი კანანა, ბოტსვანა.ვუთვალთვალებთ ჟირაფს.შევნიშნეთ მშიერი ძუ ლომი...ვუყურებთ...ვუცდით თუ რა მოხდება...კამერა თვალებში მანათებს...ჟირაფმა იგრძნო რა საფრთხე და დააპირა გაქცეულიყო, ლომმა საბოლოოდ შეარჩია მომენტი და თავს დაესხა, თუმცა ჟირაფი მაინც გაექცა, გაეკიდა, ცდილობდა დაწეულიყო მაგრამ უშედეგოდ...მშიერი და დაღლილი ლომი არც თუ ისე შორს ჩვენგან, შეუმჩნევლად ჩაწვა ბალახებში და განაგრძო ლოდინი შემდეგი მსხვერპლისათვის.



image


ქუხილი მონტანას თავზე მზის ჩასვლის დროს.




image

ხსნა:დააფასეთ სიცოცხლე რომ გადაარჩინოთ მსოფლიო.



image

დიდი პირამიდები.უძველეს ეგვიპტეში სწამდათ რომ სიკვდილი დედამიწაზე სხვა სამყაროში ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო.მეფის დაბალზამირებული სხეული საგულდაგულოდ იყო შენახული მიწაში ან პირამიდაში რათა ის დაეცვათ და ხელი არ შეეშალათ მისი გარდაქმნისათვის.



image

სიყვარულის მელოდია.ეს სურათი გადაღებულია ტენგანანის სოფელში, რომელიც მდებარეობს კანდი დასას ახლოს აღმოსავლეთ ბალში.2010 წელი.კაცი ბამბუკით უკრავდა მელოდიას პარალიზებული ბავშვის გასამხიარულებლად, რომელიც მისი შვილი არაა მაგრამ ისე უყვარს როგორც საკუთარი შვილი.



image

თხევადი პლანეტა, რომელიც ტალღების სხვადასხვაობას გვიჩვენებს...თხევადი პლანეტის ის მხარე, რომელიც ძალიან ძნელია ადამიანმა შენიშნოს..



image

მურა დათვი.მდინარე ბუსკინი, კოდიაკ ალასკა.ეს დათვი მდინარეზე დილიდან თევზებს იჭერდა.ის მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა და ბალახებში გაწვა.ეს სურათი გადაღებულია დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რაც მზემ ამოსვლა დაიწყო.ტემპერატურამ აიწია, დათბა და მის სხეულს ოხშივარი ასდიოდა.როგორც ატყობთ იგი საერთოდ არაა შეშფოთებული არც მეთევზის და არც ფოტოგრაფის დანახვით.



image

ღვთისმლოცველა-ფსეუდოკრეობოტრა ვალბერგი.ეს უმშვენიერესი ვალბერგი ზიზილაზე განვითარდა, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ მშვენივრად შეერწყა ყვავილის ფერს.ზრდასრული იგი უფრო მშვენიერი გახდა, გამოისხა მან რა ფურცლები როგოც სურათში ვხედავთ, იგი სრულფასოვანი გახდა, დაახლოებით ორ კვირაში კი გაქრა.მთლიანად მან ამ ყვავილზე დაახლოებით ექვსი კვირა გაატარა.



image

ნაოჭი დროში.სილამაზე აღქმაშია!



image

მარტო.ვერტმფრენში ვიჯექი და სურათებს ვიღებდი, მოულოდნელად დავინახე ერთი ხე რომელიც გარშემორტყმული იყო უამრავი ნაძვით.ბევრი გადავიღე მაგრრამ ეს ყველაზე ლამაზი გამოვიდა.



image

ბრაზილია ველური ბუნების თავშესაფრად ითვლება, თუმცა დღესდღეობით იქაც კი დელფინები მსხვერპლი არიან.



image

კოსმიური.დედაბუნება რასაც სჩადის, საუკეთესოა.



image
ბავშვი ამერიკაში.თუ თქვენ ზანგმუდან(ნეპალ-ტიბეტის საზღვარი) ლასისკენ იმოგზაურებთ, უამრავ გზის მუშაკებს წააწყდებით.ჩინურმა ინდუსტრიალიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა ტიბეტზე.მაგრამ მიუხედავად ჩინეთის მთავრობის მცდელობისა, დაასახლოს ჩინეთის მოსახლეობა ტიბეტის ზეგანზე, კიდევ მოიძებნება ადგილი რომლის აუტანელ კლიმატს და არასასურველ პირობებს მხოლოდ ტიბეტელები ეგუებიან.ტიბეტელ ბიჭს ხელი აქვს ჩაკიდებული მამასთვის, რომელიც გზის მშენებლობაზე მუშაობს.ტიბეტი.



image
წინ მდგარი ბაბუინი ამ ბრბოში მყოფ ერთ-ერთ პატარა ბაბუინს აწუხებდა, ბაბუინი რომელიც კამერას უყურებს კი მას დაესხა.ბრძოლა რამოდენიმე წამში დამთავრდა მაგრამ იგი ძალზედ ხმაურიანი და საზარელი იყო.დანარჩენი ბაბუინები კი აქეთ-იქით ხტოდნენ და ცდილობდნენ ხელი არ შეეშალათ მათთვის და გაცლოდნენ.ვფიქრობ არაა საჭირო ავღნიშნო რომ ბაბუინების ცხოვრება ესეთი დრამებითაა სავსე.



image

სახიფათო მოგზაურობა.ქალი ადგილობრივი მატარებლის ვაგონებს შუაა მოთავსებული და ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან ჩრდილოეთს მიემგზავრება.თავისი ბარგიც იქვე ვაგონის ქვეშ მოუწყვია.რამადანის თვეა, მარხვა რომელიც მთავრდება სამ დღიანი დღესასწაულით.ათი ათასობით ხალხი ტოვებენ ქალაქს და დედულში მიდიან რათა ეს დღესასწაული ოჯახთან ერთად აღნიშნონ.ამ დროს მატარებლები გადაჭედილია და ბევრი რომელსაც ბილეთი აღარ შეხვდება ან უბრალოდ არ აქვს ამის თანხა, მყოდრო ადგილს ვაგონებს შორის პოულობს როგორც ეს ქალი.



image

მეხის დარტყმა, ნუი იორკი, ჰარბორი.ეს სურათი გადაღებულია ელექტრო ქარიშხალის დროს.საბედნიეროდ უბრალოდ ნიავი უბერავდა და არც წვიმდა, რამაც საშვალება მომცა უსაფრთხოდ ვყოფილიყავი და ღია ფანჯრიდან ეს სურათი გადამეღო.ეს იმ ღამით 82-ე შემთხვევა იყო მომხდარი 150-დან.კამერა სამფეხიან სადგარზე დავამონტაჟე.გარდა მცირე კორექტირებისა, ესაა როგორიც გამოვიდა სურათი.



image

მზის ამოსვლა ბოისზე.ნისლითა და დილის მანათობელი შუქით ეს ადგილი ისეთო ლამაზია მინდა იქ ვიყო.თუ ყურადღებით დააკვირდებით, სურათის ცენტრის მარცხენა მხარეს, მდელოზე ირემსაც შენიშნავთ.



image

დიახ, ეს გაზაფხულია.თევზაობა ხიდის ბოლოში.



image

აი გამოხედვა.ამ სახეობის მხოლოდ 400მდე ფრინველია დარჩენილი.



image

მონტ ბლანკზე ქარიშხლის წინააღმდეგ.ჯგუფს ჩემი მეგობარი ლაზლო ვარკონი მიუძღვება, რომელიც ევერესტზე დაიღუპა ამ წელს.



image

უცნაური მწერი.ის ჩემ სარეცხ თოკზე იყო.არც კი ვიცი რა არის.მე გამოვიყენე გამადიდებელი ობიექტივი რადგანაც მწერი მხოლოდ ორ სანტიმეტრ ნახევარი (2.5sm=1inch) იყო.ჩვენ ავსტრალიაში, ახალი უელსის ერთ-ერთ უბანში ვცხოვრობთ.ჩვენთან არსებული ტროპიკული ტყიდან ხშირად გამოდიან ესეთი დამაინტრიგებელი ქმნილებები.ვიცი ეს სტუდიაში გადაღებულს გავს მაგრამ მერწმუნეთ ცდებით.სურათი ღია ცის ქვეშ ბუნებრივ განათებაზეა გადაღებული.სურათის ფონი ზეწარია რომელიც გაკიდებული იყო გასაშრობად სურათის გადაღების დროს.სურათი გადავაბრუნე რადგან ადვილი იყოს მისი გარჩევა, თუ ვინმე მაცნობებს თუ რა მწერია, მადლობელი ვიქნები.



image

სუფთა ელემენტები.მდინარეზე გადავედი რათა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა დამეფიქსირებინა.სავსე მთვარე იყო, ძლიერი ქარში მიჭირდა გაუნძრევლად დგომა სურათის გადასაღებად.კამერას რათქმა უნდა ახლოს მოსაყვანი ფუნქციაც ქონდა მაგრამ სამფეხიანი სადგარი თან არ მქონდა.ეს თითქოს მაგიური მომენტი იყო, თვალწინ ბუნების იშვიათი სანახაობა გადამეშალა.უცებ მოვიმართე ჩემი კამერა ფოკუსით და გამოვარდი სატვირთოს საბარგულიდან, ძლიერ ქარს ვებრძოლებოდი, კამერა სატვირთოს მივაყრდენი რადგან კადრი გაუნძრევლად გადამეღო, სუნთქვა შევიკარი და ოცდაათამდე სურათი გადავიღე, თუმცა მხოლოდ ეს გამოდგა კარგი.



image

ველოსიპედით დამტვრევა.როდესაც გტკივა, ამბიციური, ექსტრემისა და სპორტის მოყვარულიც კი ერთ-ერთი უბრალო დაუცველი ადამიანისავით გამოიყურება.



image

''The Serra da Leba''-ს გზაშარა ლუბანგოს მახლობლად, ანგოლა.ეს გზა შეიქმნა 70-იანებში, მისი სურათები ათწლეულობის განმავლობაში ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათზე გამოიყენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სურათები ამოიღეს სავიზიტო ბარათიდან.რამე განსხვავებული მინდოდა და სურათების გადასაღებად ღამე გარეთ გამოვედი, მაგრამ გადაღება შეუძლებელი იყო რადგან ზღვის დონიდან 1, 800 მეტრზე(5, 000 ft) ნისლი იდგა და ბნელოდა.მაქსიმუმ სამოცი 60 წამი მჭირდებოდა რათა თავიდან ამეცილებინა ციფრულის ხმაური, მაგრამ მანქანა ამ მონაკვეთის გავლას რამოდენიმე წუთს ანდომებს.ნისლი ძალიან მკვრივი იყო და მხედველობა ჭირდა.უცებ ნისლი იწმინდება, ზოგი მანქანა ზევით მიექანება, ზოგიც ქვევით მოიჩქარის, ისინი ერთმანეთს დაახლოებით 60 წამში შეხვდნენ, და აი..მხატვრობა შესრულებულია!



image

ლამა დგას გორაკზე და მზის ამოსვით ტკბება.პერუ.



image

დაცემული ანგელოზი.ლეგიონერი საფრანგეთის საგარეო ლეგიონიდან ჯავშანტრანსპორტით მიემართებოდა ოპერაციის ჩასატარებლად ბადმააშ კუსა კალას მახლობლად.ავღანეთი, 16 ივნისი, 2010.



image

ფეხი და ნარშავი, მთის გორილა რუანდაში.მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მთის გორილას ნახვით რუანდაში, 2010წლის თებერვალი.ამ ახალგაზრდა გორილას ნარშავზე ფეხის თითებით ჩაჭიდებულს დასძინებია.ნარშავი მათი ერთ-ერთი საკვები წყაროა.ისინი მას შუაგულს აცლიან, დანარჩენი საჭმელად უვარგისია.ამ განსაკუთრებულ გორილას ფეხის მესამე და მეოთხე თითებზე თუ დავაკვირდებით თანდაყოლილი ანომალია აღენიშნება, რაც ადამიანისთვისაცაა დამახასიათებელი.



image

მეხის გავარდნა.მეხი ურტყავს ცენტრალურ შენობას ჰონკონგში გრიგალის დროს, 13 სექტემბერი, 2009წელი.



image

ოაზისი.



image

მეენიტი ბავშვი, სამხრეთ დასავლეთ ეთიოპია.(me'enit-ეწოდებათ ტომს რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთ ეთიოპიაში სამხრეთ სუდანის საზღვრის თავზე, ომის აცილების მიზნით მათ სუდანი მე-18-ე საუკუნეში დატოვეს.)ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ბავშვი სინტი რაღაცას უყურებს.იშვიათი შემთხვევა კამერით ვერ შეგვამჩნია რადგან თავისი ოჯახის ცქერით იყო გართული.



image

ფარვანები შუქისაკენ.ჩემი სახლის წინ განათებამ ფარვანები ძალიან მოხიბლა.



image

სურვა, საერთაშორისო მასკარადი რომელიც გაიმართა პერნიკის ერთ-ერთ ქალაქში, ბულგარია .ბულგარეთში ასეთი სახის წვეულება ხშირია, და არა მარტო ბულგარეთში, არამედ ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც.ამ დროს ისინი წარმოგვიდგენენ ბულგარეთის ძველ ადათწესებს, რომლებიც დღესდღეობითაც ცოცხალია.ეს ბულგარეთის ფოლკლორული ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წყვილის, ქალის და მამაკაცის მეშვეობით უნდა იყოს შესრულებული.მისი კონკურენტული ბუნებით, ფესტივალი მხოლოდ შემთხვევის ადგილი არ არის, არამედ იგი დიდი კონკურსია ორი უზარმაზარი გემის მოსაპოვებლად, სახელად კუკერი და სურვაკარი.



image

კი გომპა(Ki Gompa).ეს სურათი გადავიღე როდესაც კის(Ki-პატარა სოფელი ჰიმალაიში) ბუდისტური მონასტერი ''Ki Gompa''(ანუ კის მონასტერი) მოვინახულე.დაახლოებით ერთი კვირა ბერებთან ერთად ვცხოვრობდი, და ეს სურათი ამ ადგილის მშვიდ, თითქოსდა ზეციურ ატმოსფეროს ასახავს.ეს მონასტერი თითქმის 4, 000 მეტრი სიგრძისაა და ხუთასი მეტრით ზევით ავედი რათა ესეთი პანორამა მიმეღო.ეს ადგილი ზეცასთან შეხებაა...



image

მონადირის გამოხედვა.კანადურ ფოცხვერის ნახვა როგორც ნათქვამია იშვიათი პრივილეგიაა.მე მქონდა პატივი ესეთი ფიცხვერის ახლოს ნახვისა.დავაფიქსირე რა ეს სურათი, მე განმგმირა მისმა ველურმა, მოუთვინიერებელმა მეძებარმა თვალებმა.ესეთი შანსი მთელ ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ გქონდეს, არასოდეს დავივიწყებ და ყოველთვის მემახსოვრება...



image

სოფელი სურადიტა, დასავლეთ ჯავა, ინდონეზია.ბავშვები მამლებით თამაშობენ.რეალურად ეს ნამდვილი მამლების ჩხუბი არ იყო, რადგანაც მათ ბასრი დეზები არ ჰქონდათ.ბავშვებს უყვართ ეს თამაში, რადგან მათ ნამდვილი სათამაშო არასოდეს ჰქონიათ.



image

პროჟექტორის შუქის ფონზე დაფიქსირებულნი.მეხანძრეები ცდილობენ ჩააქრონ ხანძარი რომელიც გიგანტური ბუნებრივი აირის მილის აფეთქებამ გამოიქვია სან ფრანცისკოში, 2010 წლის სექტემბერი.ხანძარმა 37 სახლი გაანადგურა და იყო 7 მსხვერპლი.



image

ბავშვობის ძალა.ქალაქი:ლენცვა; მამული:ბაჰია; ქვეყანა:ბრაზილია.



image

ჩრდილოატლანტიკური სელაპები არ ეპუებიან ზამთრის სუსხიან ქარიშხალს.თითქმის უკვე პირველი საათი იყო და ძლიერი ქარი კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა გაძლებას, ისე დავდექი რომ კამერას ქარიშხალი არ მოხვედროდა რათა გამოსახულება მკვეთრი ყოფილიყო.



image

დიდი ცისფერი ყანჩა თევზით.ყველაზე დიდი და გავრცელებული ყანჩა ჩრდილოეთ ამერიკაში.საკვების მოპოვების დროს ისინი ჩუმად დგანან მდინარის პირზე, ტბის ნაპირზე, ან სველ მდელოზე და იცდიან ნადავლისათვის, რომელსაც ნისკარტით იჭერენ.



image

გასეირნება მდინარის პირას.სურათი გადაღებულია ჩინეთში 2010წელს.ვიუანგის მდინარის ნაპირს მივუყვებოდი ნისლში, ნაშუადღევი იყო.წვიმის შემდეგ გასაოცარი ჰაერის სურნელება იქვე მდგარ საკვები ობიექტებიდან გამომდინარე არომატულ სუნში ერეოდა.მოშორებით ბავშვების ჟრიამული მოისმოდა.აქ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდმა და ჰარმონიულმა ცხოვრებამ ის მხიარული პერიოდი გამახსენა როდესაც მეც ჩინეთის ერთ-ერთ ასეთივე პატარა დაბაში ვიზრდებოდი.



image

მძიმე ტვირთი.აგვისტოს ერთ-ერთ დილას, გაზეთის ასაღებად მივდიოდი, ყველაფერი სველი და ნესტიანი იყო, ამ დროს პირდაპირ ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯრის წინ, პატარა თეთრ ყვავილზე ბუზი შევნიშნე.ამ სურათის გადაღებიდან 2 საათის შემდეგ გარეთ გავედი და ბუზი ისევ იმ ყვავილზე იყო, ფრენა ჯერ კიდევ არ შეეძლო.



image

მაგიდის მთა.ეს სურათი 2009 წლის ივნისში გადავიღე, როდესაც კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში ვიყავი.საბავშვო ბანაკში ვმუშაობდი და სურათი სადაც სჩანს თუ როგორ ამოდიოდა მზე მაგიდის მთის თავზე სიჩქარეში გადავიღე, რადგან სასადილოდ მიგვეჩქარებოდა.თან სათამაშო მოედანზე მოყიჟინე ბავშვებს ვუყურებდი და იმდენად ვჩქარობდი სურათის გადაღებას რომ იქვე მარჯვენა მხარეს მდგარი ბავშვი ვერც კი შევნიშნე, ბავშვი სურათზე, სანამ სახლში, ტენესიში არ დავბრუნდი მანამდე არ შემიმჩნევია.პატარა ბიჭისა და 200წლიანი ძველი მაგიდის მთის გამოსახულებამ ერთ სურათში განმაცვიფრა.



image

თოლია კაირას ბარტყით.გადაღებულია ფარნეს კუნძულზე, დიდ ბრიტანეთში.თოლიამ კაირას კოლონიას 3-4ჯერ დაარტყა კრუგი სანამ ძირს დაეშვებოდა და ამ ბარტყს გაიტაცებდა, ისინი კი უმწეოდ შეცცქეროდნენ.



image

პირამიდას მთა.მაელიფელ სანდურის ვულკანური მტვერი ისლანდიაში.



image

ჟირაფები სავანაზე.უჩვეულო პერპექტიული გადაღება რომელმაც 2 ჟირაფი და ხე ასახა მასაი მარაში, კენია.



image

უბედური შემთხვევის შემდეგ.ჩემი ძვირფასი მეგობარი ლაურა ვერტმფრენიდან ჩამოვარდა.ვერტმფრენი რომლითაც ის მგზავრობდა, დიდ გორაკს მიეჯახა და ვერტმფრენიც ცეცხლში გაეხვია.ბორტზე 6 მგზავრიდან სამი გარდაიცვალა, პილოტის ჩათვლით.ლაურა ძლივს გადარჩა, ის დამწვარი, დასახიჩრებული და სიკვდილის პირას იყო, 45 ძვალი მოტეხილი ქონდა.მას ლაპარაკი დღემდე არ შეუძლია.მიუხედავად იმისა რომ მისი სხეულის არცერთი ნაწილი დაუზიანებელი არ ყოფილა, მისი სულისკვეთება და შეუპოვრობა იცხოვროს ბედნიერად, ისე ძლიერია როგორც არასდროს.სურათი მწვანე აყვავებულ მდელოზე მის მეორედ დაბადებას აღნიშნავს.



image

ღრუბლელი და გემი.უკრაინა, ყირიმი, შავი ზღვა, ხედი აი პეტრი(Ai-Petri)-ს მთიდან.


P.S.ცხოვრება რაა თუარა მხიარულება..ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას გისურვებთ. :) ♥

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0