x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
გარდაიცვალა "პორშეს" პირველი სპორტავტოს შემქმნელი

imageცოტა ხნის წინ, ზალცბურგში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი სპორტავტოს Porshe 911- ის შემქმნელი, ფერდინანდ ალექსანდრ პორშე. იგი "პორშეს" დამაარსებლის შვილიშვილია. ფერდინანდ პორშე 1935 წლის 11 დეკემბერს, შტუდგარდში დაიბადა. 1958 წელს ის მარკის საინჟინრო განყოფილებას შეუერთდა, ხოლო 1962 წელს გერმანული მწარმოებლის დიზაინ-სტუდიას ჩაუდგა სათავეში. ერთი წლის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით შექმნილი სპორტავტო Porsche 911 ფრანკპუტის მოტოშოუზე წარადგინეს. შემდგომში ფერდინანდ ალექსანდრ პორშე სხვადასხვა სპორტული და სარბოლო მოდელის შექმნაში მონაწილეობდა. 1972 წელს მან კომპანია დატოვა, თუმცა 2000 იანი წლების შუა პერიოდამდე კვლავაც რჩებოდა "პორშეს" სამეთვალყურეო საბჭოში..


image

0
16
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოშრევან
ნოშრევან
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0