x
image
DianaMaverick
გასაოცარი ნახატები რომლებსაც ციფრულით გადაღებული ფოტოებისგან ვერ გაარჩევ!
კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს...

image























image



image


image



როგორ ფიქრობთ, როგორ შეიქმნა ემი ვაინჰაუსის, დედა ტერეზას, პრინცესა დიანასა და რიჰანას ეს უნიკალური ფოტოები?

ძვირად ღირებული ფოტო კამერა, ზუსტი მკაფიო ფოკუსი, საათობით გარჩევა და ხარვეზების გასწორება კვალიფიციური ფოტოგრაფის მიერ?

პასუხი გაინტერესებთ?თქვენ წარმოიდგინეთ ჩამოთვლილთაგან არცერთი.

თითოეული ეს დეტალურად დახვეწილი სურათი ფანქრით დახატულია ყოველგვარი თაღლითობის გარეშე ბრიტანელი მხატვრის ვინმე ''კელვინ ოკაფორი''-ს მიერ, რომლის ხელსაწყოები მხოლოდ და მხოლოდ ფანქრების კომპლექტით, ქაღალდის ფურცელითა და პერიოდული ნახშირის ფანქრით (თუმცა ნახატების უმრავლესობა არც ამას მოითხოვს) შემოიფარგლება.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლოდან დააკვირდებით მის ნამუშევრებს, ფანქრის ხაზსაც კი ვერსად შეამჩნევთ.

მხატვრის ისტორია ისეთივე სენსაციურია როგორც მისი ნახატები, რომლებსაც იგი 13 წლიდან ქმნის, ის ისეთი ღარიბი იყო რომ სხვაგან წასვლაც კი არ შეეძლო რათა სახელი გაეთქვა.სმისა და კლუბებში სიარულის ნაცვლად, ოკაფორი, ამჟამად 27 წლისაა და ტოტენჰემში, ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობს და ნუგეშს ხატვაში ეძებს.ის ბედნიერია და თავს ისე გრძნობს თითქოს დიდების მწვერვალზეა.

დღეს, ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, თუმცა უკვე მისი რამოდენიმე ნამუშევარი თითოეული £10.000-ად(პაუნდი-''£''-ბრიტანეთის ფულის ერთეული) უპრობლემოდ იყიდება.

ამ კვირას, მეფე ჰუსეინის პორტრეტი რომელიც მან დახატა, საჩუქრად გადაეცემა ყოფილი მონარხის ქვრივს დედოფალ ნურს.

ნებისმიერს შეუძლია შეკვეთილი პორტრეტის გაუქმება, თუმცა მას მაინც მოუწევს გადაიხადოს £800დან £3, 000-მდე გაწეული სამსახურისთვის.

საინტერესოა, როგორ ქმნის ოკაფერი ხელოვნების ამ გასაოცარ ნაშრომებს?

''სანამ ხატვას დავიწყებდე, სახეზე ვახდენ დაკვირვებას ყველა მხრიდან, რომელიც საათები, ზოგ შემთხვევაში კი დღეებიც კი გრძელდება.როგორც ყოველთვის, ამას თვალებიდან ვიწყებ.აქედან გამომდინარე ვადგენ სახის მთლიან ფორმას და დეტალურად ვმუშაობ თითოეულ ნაკვთზე.თავიდან, ვიწყებ რამოდენიმე საათით მუშაობას, შემდეგ ვისვენებ ნახევარი საათით და ვაგრძელებ მუშაობას 4-5 საათით, შემდეგ ისევ ნახევარი საათით ვისვენებ, რის შემდეგაც შეუსვენებლივ ვმუშაობ რამდენ საათსაც შევძლებ.ზოგჯერ დღეში შემიძლია 10-15 საათი ვიმუშავო.საშუალოდ, ერთი პორტრეტის შექმნას 80-დან 100 საათამდე ვანდომებ.''-აღნიშნავს იგი.

გთავაზობთ მის მიერ შესრულებულ რამოდენიმე გასაოცარ პორტრეტს:


image



image



image



image




image

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0