x
image
ირინა ნადაშვილი
Vნებიანი Vენდეტა
image

მომაკვდავივით სული მოთმინების ყელიდან ამოსული,

როგორც, უთეჯირო ზღვა, ___ნაპირზე შტორმად გადმოსული,

განწირულების ხვეწნა-მუდარას ყურად რომ არ იღებს...



image



ისე დაგაცხრები, თეთრი ქორივით და როგორც წიწილას

ბუდეში წაგიღებ...

ერთი პირობით ____ თუ წიავ-წიავით ___ ტვინს არ წამიღებ!!!


image




მაშინ მეც, თავზე ხელს, აღარ ავიღებ:

შენ, ჩემი გული, რომ არ დაინდე და სიყვარულის სისხლი ადინე

იმ სისხლს, სისხლითვე ___ აღარ ავიღებ.



image

თუ კი გულის კარს, ნებით გამიღებ

და აბრეშუმის თეთრეულშიც ____ ზალპით აგიღებ,

იმ ღამის ვნებით ფრთაშესხმული, "ბერძნულ ტროას "

– ___ ალყას დავარტყამ და მარტოც ავიღებ....


image


ბრძოლას რომ მოვრჩები(თ), თუ გული დაგწყდება საყვარელო

– __ თავიდან აგიგებ!!!

ლაშქრობებს დილამდე, მოგებულ ბრძოლებით, თუ სწორად გამიგებ

შენს ყველა ფიასკოს, იცი კარგო? ___ ვერავინ გაიგებს!...






ავტორი: ი.ნადაშვილი

22
40
20-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
40
  
2013, 26 ივლისი, 17:31
რა თქმა უნდა... რაც ხარ ის უნდა იყო ბოლომდე...
2013, 26 ივლისი, 17:29
ნამდვილი ქალი:)
2013, 26 ივლისი, 17:27
:))))))))) ქალი ვარ... ქალი...
2013, 26 ივლისი, 17:08
თქვენი სურათებიდან, და ლექსებიდან გამომდინარე მიჩნდება კითხვა: თქვენ ქალი ხართ თუ კაცი:)? და მართლაც რომ დავფიქრდე ქალი ხართ რომელშიც დაუდგრომელი სული და ხასიათი მძვინვარებს. კაია
2013, 25 თებერვალი, 23:10
მაგარია!:)))
2013, 24 თებერვალი, 23:22
მადლობა... :)))))
2013, 24 თებერვალი, 23:19
ვნება ყოველთვის ყველაზე ძლიერია, იშვითად მასზე გამარჯვებული ნახოს კაცმა. ირა არაჩვეულებრივია!!!
"სული ლოცულობს მუხლმოდრეკით,დაუცხრომელი,
ხორცის ვნებისგანს განწირული,დამარცხებული!"
2013, 24 თებერვალი, 22:56
წაკითხვა? სიამოვნებით... დაგჭირდებათ გრძელი სუნთქვები და შინაგანი ცეცხლი... :)))))))) სულ ესაა..
2013, 24 თებერვალი, 22:51
დიდი იმედი მაქვს რომ ეგ პატივი მე მერგება და არა ავტორს :)))) ვგიჯდები ამ ლექსსზე
2013, 24 თებერვალი, 22:23
:))) მაგას არ ააქვ მნიშვნელობა.... :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10