x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508971
ქალი
რომ ვწერ ღამეა, შავი უკუნი დასაოცარი სიჩუმე მკორტნის,

და ვწერ იქამდე სადამდეც ვფიქრობ, სადამდეც შავი მელანი მყოფნის.

წამი სათუო წელში იხრება და კედელს ლანდი უნდობლად ბურღავს,

ლექსებს წერს ქალი რომელიც იწვის,


რომელიც ტირის,

რომელსაც უყვარს...

და ტყდება ღამე, დილას ნებდება, კაეშანს ისევ ღამეში ვმალავ

გულში ღამეა, გარეთ თენდება....

ეს დღეც მთელი წლის ერთ-ერთი მალა

ჩემს თვალწინ იშვა.

თავქვე დაეშვა ზვირთებად დილა, რომ გადაგორდეს და დამაღამდეს.

მუზამ აიშვა ვნბის აფრები უნდა გაგიჟდეს და გათამამდეს.

სარკმლიდან ჩანს რომ ლექსებს წერს ქალი,

შავი უკუნი მიპყრობს და მკორტნის...

და ვწერ იქამდე, სადამდეც ვფიქრობ,

სადამდეც შავი მელანი მყოფნის...

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ნიო-ნიო
ნიო-ნიო
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0