x
image
გეგინიო
უგულავა "გულაობს"

თბილისის მერი გიგი უგულავა რა თქმა უნდა
თანამდებობის დათმობას ნამდვილად არ აპირებდა და ამას ვერც წარმოიდგენდა.
თუმცა ამ ოხერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადამკიდე, ეს
უკვე მის ნება-სურვილზე აღარ არის დამოკიდებული. გაგიკვირდებათ და
გამოძიება მას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო ქონების მითვისებასა და
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. ბრალი უკვე წაუყენეს - პირველი
მუხლი 7-იდან 11-მდე, მეორე კი - 9-იდან 12 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.

დაკითხვისას უგულავამ დუმილის უფლება გამოიყენა.
სამაგიეროდ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ აქციაზე ბევრი ილაპარაკა.
თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. მას ალბათ, გულში
ეთანხმებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ძმა
პალიკო, რომელიც პლაკატიანი მერაბიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან, აქციის
სხვა მონაწილეებთან ერთად გულმხურვალე მხარდაჭერას უცხადებდა თბილისის
მერს.

ხვალ პროკურატურა უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების
შეფარდებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. სასამართლო პროცესებზე
ფსონების დადება რომ შეიძლებოდეს, დავწერდით - ”გირაოს შეფარდება”. ყოველ
შემთხვევაში, თბილისში რომ ქვა ააგდო, გირაოთი გამოშვებულ ყოფილ თუ მოქმედ
მაღალჩინოსანს მოხვდება და რაღა უგულავა იქნება გამონაკლისი.

თუ
მოხდა სასწაული და უგულავას პატიმრობა შეუფარდეს, აი, მაშინ კი გადაირევა
შინ და გარეთ "ნაციონალური" პროპაგანდისტული მანქანა. თბილისზე კი,
უგულავა ნუ ინერვიულებს - მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, მოადგილედ 22
თებერვალს ვანო მერაბიშვილი დაუნიშნეს.

თუმცა უგულავას სულაც არ ეტყობა ნერვიულობა.


სასამართლო სამართლიანი იქნება, ღრმად არის გამჯდარი.

ასე რომ, ჯერ "გულაობს" უგულავა, დანარჩენი კი სასამართლოს შემდეგ ვთქვათ.


0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:გეგინიო
გეგინიო
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0