x
image
Jokero
Mediator image
ჯანმრთელი კბილები, როგორ მოვუაროთ კბილებს?
imageრა არის საჭირო იმისათვის რომ გვქონდეს ჯანმრთელი კბილები?

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე რჩევას, იმისათვის რომ გვქონდეს ლამაზი და ჯანმრთელი კბილები საჭიროა:

წელიწადში ორჯერ ეწვიეთ სტომატოლოგს კბილებზე ქვების მოსაცილებლად.

რჩევები:


1იხმარეთ ჯაგრისი ჭამის შემდეგ და ძილის წინ.

2შეიძინეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა-ეს კარიესის კარგი პროფილაქტიკაა.

3კბილები ფრთხილად გაიწმინდეთ ისე, რომ ღრძილები არ დაიზიანოთ, ამან შეიძლება პერიოდონტიტი გამოიწვიოს.

4უპირატესობა საშუალო ან რბილ ჯაგრის მიანიჭეთ.

5კბილები სულ მცირე 2 წუთი უნდა იხეხოთ.

6კბილების გაწმნედვის მერე კარგად გარეცხეთ ჯაგრისი.

7იმისათვის, რომ მოაცილოთ მაქსიმალური ბაქტერიების რაოდენობა, ენა 30 წამის განმავლობაში უნდა გაიწმინდოთ.

8თუ ღრძილებიდან სისხლდენა გაწუხებთ გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ნაკლებად დააწექით ჯაგრის გაწმენდვის დროს, აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგს.

9კბილის ჯაგრისი 3 თვეში ერთხელ გამოცვალეთ და აუცილებლად ავადმყოფობის შემდეგ.

10კბილის პასტები, რომლებიც ფტორს შეიცავენ იცავენ კბილებს კარიესისაგან, ათეთრებენ მინანქარს, აცილებენ ნადებს და ხელს უშლიან არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას.image

იკვებედ სწორედ, მიიღეთ სითხე და შეამცირეთ ტკბილი საკვები. თუ მწეველი ხართ, შეეცად
ეთ თავი დაანებოთ ამ მავნე ჩვევას.

როგორ გავიხეხოთ კბილები?

კბილები უნდა გავიხეხოთ ზემოდან ქვევით ზედა ყბის შემთხვევაში და ქვევიდან ზევით – ქვედა ყბის. საღეჭი ზედაპირები უნდა გავიწმინდოთ უფრო გულდასმით. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა.

თუკი ხელთ არ აღმოგაჩნდათ კბილის ჯაგრისი, დაგეხმარებათ მაგარი ხილი და ბოსტნეული - ვაშლი, სტაფილო. კბილებს ისინიც კარგად ასუფთავებენ.

ნუ მიირთმევთ ბევრ ტკბილეულს.

შაქარი კბილების პირველი მტერია, დღის განმავლობაში, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილებულს - მით უფრო მატულობს კარიესის საშიშროება.


აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული, რაც უზრუნველყოფს ღრძილების გამაგრებას – ვაშლი, კომბოსტო, ბოლოკი და ა.შ.

imageimage

გაითვალისწინეთ რჩევები და იყავით ჯანმრთელნი, გაგვაოცეთ თქვენი ჯადოსნური და ულამაზესი ღიმილით.

0
664
3-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0