x
image
ბატონოგედი
თქვენც დახურეთ პირი
ერთხელ დავჯექი და დავიწყე ფიქრი.

რა ვარ, ვინ ვარ და საით მივდივარ.

ფიქრი იმდენად რთული აღმოჩნდა,

რომ გაჩერება აღარც კი ღირდა.


მერე გადამხდა ყველა ოცნება

და ზღაპრის ყველა გმირიც კი ვნახე.

ფიქრი ნელ-ნელა ცრიდა და ცრიდა

და საკუთარი ვიხილე სახე

გათენებამდე დიდი გზა იყო

და ყველა ცაზე ვარსკვლავებს გავდნენ.

ვგრძნობდი, რომ დაღლა მიმათრევს დაბლა

და ხელით მშვიდად ხურავდი დარაბს.

მოდუნდა ხელი, მოვიდა ძილი

და დილას ძლივღა დავხურე პირი.

image


2
45
7-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
45
  
2013, 22 თებერვალი, 12:39
რთულია საკუთარ თავთან ურთიერთობა. კიდევ უფრო რთული საკუთარი თავის პოოვნა. ზოგადად ადამიანის ფუნქციის პოვნა ხომ საერთოდ :) და ფიქრი საკითხებზე რომელთა პასუხებსაც ვერასოდეს მიაგნებ.
მადლობა ლიცი საინტერესო კომენტარებისთვის.
2013, 22 თებერვალი, 11:41
"ფიქრი ნელ-ნელა ცრიდა და ცრიდა

და საკუთარი ვიხილე სახე"-მომეწონა

ნებისმიერი ადამიანი ერიდება თავის გაშიშვლებას, სადღაც ცნობიერის ბნელ კუნჭულში ჰყავს გადამალული , მაგრამ არის წამები, როდესაც საკუთარ "სახეს" ვერსად ვემალებით
0 1 2