x
image
თამარი555
გედის ერთგულება
ერთგულება..., რა მოკლე სიტყვაა, მაგრამ რამდენი აზრი, ფიქრი და სიღრმეა მასში! ერთგულება__ ამანათია დიდი სიყვარულის, ზრუნვის, სითბოს, სინაზის და პატივისცემის. სამყაროში შეიძლება ბევრი სიმბოლოა ერთგულების, მაგალითად მტრედები, რომლებიც მხოლოდ ერთ პარტნიორთან რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე და გედები, რომელთა ერთგულებაც საუკუნეებით არის დამტკიცებული.


გედები არამარტო ერთგული არიან სიცოცხლეში, არამედ ინარჩუნებენ სიყვარულს სიცოცხლის შემდეგაც. ძალიან სულისშემძვრელია იმის ნახვა თუ როგორ ზრუნავს გედი თავის მეორე ნახევარზე სიბერესა და ავადმყოფობის დროს. როდესაც მას უკვდება თავისი თანამეწყვილე ის არ მიფრინავს დანარჩენ გუნდის წევრებთან ერთად, არამედ რჩება თავის მეორე ნახევრის სიკვდილის ადგილას. და ის დღე და ღამე წყალშია მარტო და დასტირის თავის სიყვარულს.


ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ამ ფრინველებისგან, ასეთი ერთგულება ხომ ხშირად ექვემდებარება გამოცდას, რომელსაც ყოველთვის ვერ უძლებენ.


ერთგულება__ერთ-ერთი ნათელი და გულწრფელი გრძნობაა ამ ქვეყნად. და ის მუდამ ისეთ ყოფილიყოს როგორიც


image
გედების ერთგულებაა!

3
347
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
347
  
2013, 21 თებერვალი, 17:53
გმადლობ...
2013, 21 თებერვალი, 17:45
ძალიან მომეწონა... :)
2013, 21 თებერვალი, 17:33
:)
0 1 3