x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ვარსკვლავების საუკეთესო ნიშნობის ბეჭდები
ვარსკვლავები თავიანთი გულის რჩეულებისთვის დიდი მონდომებით და დაკვირვებით არჩევენ ნიშნობის ბეჭდებს. მათ ფინანსური შესაძლებლობაც აძლევს საშუალებას, რომ გამორჩეული დიზაინის და ზომის სამკაული შეარჩიონ გულისსწორებისთვის.


ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ბრედმა როგორც იქნა სთხოვა ხელი ანჯელინას და მას Robert Procop-ის 16-კარატიანი სპეციალური დიზაინით დამზადებული ექსკლუზიური ბეჭედი მიართვა.

image


Jay-Z-მ საყვარელი მეუღლე ცნობილი მომღერალი ბიონსე 18-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით გაახარა.


image


სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი ერთ-ერთი დიდი ხნის დაქორწინებული წყვილია ჰოლივუდში. მათი ქორწინება კი ულამაზესი ყვითელ ოქროში ჩასმული საქორწინო ბეჭდით დაიწყო.

image


ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ურთიერთობა კი მასიური ბრილიანტის ინკრუსტირებული ნიშნობის ბეჭდით დაიწყო.

image


ქეით მიდლტონს კი პრინცმა უილიამმა დედის პრინცესა დაიანას 18 კარატიანი ბრილიანტის და საფირონის თვლიანი ბეჭედი მიართვა.

აღნიშნული ბეჭედი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ და ლამაზ საქორწინო სამკაულად არის მიჩნეული.

image


2005 წელს ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, ჯენიფერ ენისტონმა რამდენიმე შეყვარებული გამოიცვალა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ კოლეგა ჯასტინ ტერუსთან ააწყო.

2012 წლის 10 აგვისტოს, 15-თვიანი ურთიერთობის შემდეგ
წყვილი დაინიშნა. ნიშნობა ტერუს 41-ე დაბადების დღეზე გაიმართა.
ტერუმ საცოლეს მასიური ბრილიანტის ბეჭედი მიართვა.

როგორც ცნობილი გახდა წყვილის გრანდიოზული ქორწილი კინოვარსკვლავის მამულში ლოს-ანჟელესში მარტის დასაწყისში გაიმართება.
image

ცნობილმა ქანთრი-მომღერალმა Keith Urban-მა ნიკოლ კიდმანისთვის Cartier-ს ფირმის ალმასებით გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი შეარჩია.

image


მოდელი მირანდა კერი კი თავს იწონებს მეუღლის მსახიობის ორლანდო ბლუმის ნაჩუქარი 15-კარატიანი ორ რგოლიანი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ბეჭდით, რომელიც ანათებს ლამაზმანის თითზე.

image


წლევანდელი ოსკარის ნომიმანტმა მსახიობმა ბენ აფლეკმა მეუღლის ასევე მსახიობის ჯენიფერ გარნერის სიყვარული 4, 5 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით დაადასტურა.
image


კიდევ ერთი ჰოლივუდური წყვილი ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ჯასტინმა ხელი სთხოვა ჯესიკას და მას ვინტაჟური ექვს კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მიართვა.

image

0
2063
13-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
2063
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0