x
image
_თაკო_
ვარსკვლავების დიდი ძალისხმევა "იდეალური" ფორმის დაყენებისთვის
image

როგორც ყველამ ვიცით იდეალური ქალბატონები არ არსებობენ, რაც როგორც წესი ცნობილ ადამიანებსაც ეხება. სინამდვილეში შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც აქვთ გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც რიგით ადამიანებს. ალბათ დაუჯერებელია, რომ ვარსკვლავს, რომლის შემოსავალიც მის გარეგნობაზეა დამყარებული ნაკლი გააჩნია. უამრავი შოუბიზნესის წარმომადგენელი მიმართავს სხვადასხვა სახის დიეტებს, ოპერაციებს თუ სტილისტების რჩევებს, მაგრამ ბოლომდე ყველა ვერ ახერხებს იდეალური ფორმის დაყენებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც დიდმა მკერდმა ასევე მომცრო ზომის მკერდმა, დიდმა თეძოებმა ან პირიქით ზედმეტმა სიგამხდრემ.


მაგალითად, დიდ მკერდის მქონე სელმა ჰაიეკი, რომელიც რომელიც ისეთ ბიუსჰალტერს ატარებს წინა მხრიდან რომ იკვრება, რაც მაღლა წევს მკერდს და შედარებით მომცრო ზომისას აჩვენებს, რათა იგი სხეულის სხვა ნაწილებთან, შესაბამისობაში, პროპორციაში მოიყვანოს.image



როგორც წესი, ძირითადად მოდელები მცირე ზომის მკერდს ფლობენ, მაგალითად კეიტ მოსი, რომელიც მხოლოდ სამოდელო ინდუსტრიაშია ვარსკვლავი, ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი მამაკაცები უპირატესობას ძალიან გამხდარ ქალებს ნალებად ანიჭებენ. და ალბათ სწორედ ამ მიზეზის გამო, კეიტი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად სტილისტის რჩევით ფართო და ისეთ ტანსაცმელს ატარებს, რაც მის მკერდს შედარებით დიდს აჩვენებს, ან სხვა შემთხვევაში ატარებს ისეთ ტანსაცმელს, რომლის საშუალებითაც ყურადღება გადადის სახეზე და არა მკერდზე.


image



დრიუ ბერიმონი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტი წონით გამოირჩევა არაერთხელ ყოფილა დიეტაზე. საკუთარი სხეული ფორმაში მოყავდა, მაგრამ სირთულეს მისი მსხვილი მკლავები წარმოადგენდა, რომელთა დაფარვასაც ყოველთვის გრძელი და ფართომკლავებიანი ზედატანით ცდილობდა.

image



კეიტ უინსლეტი ზედმეტი წონისგან კია გათავისუფლებული, მაგრამ იგი დიდ თეძოებს ვერაფერს უხერხებს და მას ხშირად გრძელი მოსაცმელებით მალავს. არასოდეს იცვამს ქვედა მხარეს ვიწრო შარვლებს. შესაბამისი ფორმის შარვლები, გრძელი კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ეს არის ტანისამოსი, რაც მის სხეულს შეუდარებელ ეფექტს ანიჭებს.image



რაც შეეხება მოღერალ მერაია ქერს, იგი არასოდეს ყოფილა გამხდარი და შეუდარებელი ტანის მქონე. მომღერალს ძალიან რთული აღნაგობა გააჩნია და მისი მუდმივად ფორმაში მოყვანა ძალიან რთულია. სხეულის მსგავსი მახასიათებლები აქვთ ჯენიფერ ლოპესსა და ბიონსეს. მერაიას ძალიან უყვარს ჯინსები, რაც მეტად არასასურველია მისი "იდეალური" სხეულისთვის, მაგრამ სტილისტის რჩევით იგი თავისუფალ ჯინსებს იყენებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე მჭიდროდ ზის, მას დიდ ზარალს არ აყენებს.image

ასე, რომ დაბადებიდან იდეალური ტანი იშვიათობაა და თუ ბედმა გარგუნათ იდეალურ ტანის ფორმასაც უნდა შენარჩუნება და ვარსკვლავებიც დიდი ძალისხმევით ახერხებენ ფორმის დაყენებას და მის შენარჩუნებას...












0
193
5-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0