x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
David Koma -ს ახალი კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე
David Koma იგივე დავით კომახიძე ქართული წარმოშობის დიზაინერი გახლავთ, რომელმაც წარმატებით დაასრულა MA fashion ფაკულტეტი ინგლისში. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა მოდის სამყაროს წარმომადგენლებში.

მისი სამოსით იმოსებიან ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორიცაა ბიონსე, ლედი გაგა, მეგან ფოქსი, შერილ კოული და სხვები.

ყოველ სეზონზე კომა უფრო მომთხოვნი ხდება საკუთარი თავის მიმართ. მან ირგვლივ შემოიკრიბა პროფესიონალების შესანიშნავი გუნდი. სტილისტი ჰოუელსი მან თავის პირველ ჩვენებაზე გაიცნო, ხოლო ფეხსაცმლის დიზაინერი Alain Quilici კი ვერც იხსენებს რამდენი ხანია უკვე მუშაობს კომასთან.

ნებისმიერი კოლექციის შექმნა მოითხოვს შემოქმედებით ურთიერთობას და დიალოგს, რასაც დევიდი საუკეთესოდ ართმევს თავს.


სწორედ ამის გამო ბრიტანეთის მოდის ინდუსტრიის ექსპერტთა საბჭომ დევიდ კომა აირჩია Fashion Forward Support-ის ერთ-ერთ ფინალისტად, პრემია საშუალებას მისცემს ახალგაზრდა დიზაინერს განავითაროს თავისი ბრენდი.

წელს ლონდონის კვირეულზე წარმოდგენილი დევიდ კომას ახალი საშემოდგომო კოლექცია, როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, შთაგონებული იყო მუსიკით.

არშიები კაბებსა და ქვედაბოლოებზე, თხელი ტყავის ლენტები სამოსსა და ფეხსაცმელებზე ერთი და იგივე მასალით იყო დამზადებული. ფეხსაცმლის პლატფორმის სიგრძე 16 სმ. გახლდათ.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

1
76
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
76
  
2013, 18 თებერვალი, 17:22
ვგიჟდები ამ კაცის კოლექციაზე, მგონი ერთადერთი ქართველი დიზაინერია რომელიც მომწონს და რომელმაც ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია
0 1 1