x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ცნობილი დიზაინერების კოლექციების ძირითადი ტენდენცია-გაზაფხული 2013
Louis Vuitton
უჯრედული ქსოვილები

მარკ ჯეიკობს მუზამ არ უღალატა და მან ეფექტური და ირონიული კოლექცია წარმოადგინა 60-იანების სტილში. კოლექციაზე სამუშაოდ დიზაინერმა მოიწვია მხატვარი დანიელ ბრუნერი. ლუვრის ეზოში ჩვენება კი ჭადრაკის დაფისმაგვარ პოდიუმზე გაიმართა, რომელზეც მოდელები წყვილ-წყვილად ეშვებოდნენ ესკალატორით.

image


Chanel


Chanel-ის გაზაფხული-ზაფხული 2013 კოლექცია შეიძლება ასე დავახასიათოთ-მოცულობითი სილუეტები და ხაზგასმული მხრები, 80-იანის წლების სტილი და დეტალებისადმი ყურადღება. ნამდვილ ფავორიტებად გადაიქცევა ფანტაზიები კლასიკური პერანგების თემაზე, გრძელი კაბა-ბიუსტი, ტვიდის დამოკლებული ჟაკეტები და ჩანთა-ჰულა-ჰუპი, რომლებმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
image

Prada

იაპონელი ღმერთი

მიუჩია პრადას კოლექცია იაპონური კულტურით იყო შთაგონებული. ჩვენებაზე Prada-ს მოდელები წარდგნენ ორიგამი-სამოსში, რომელზეც ამოქარგული იყო იაპონური ფერწერის ნახატები, ფეხსაცმელები კი მასიური პლატფორმის ძირებიანი გახლდათ.

image


Blumarine

ზაფხულის ღამის სიზმარი

შექსპირის კლასიკური კომედიის საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა ანა მოლინარიმ. მისეულ ვერსიაში ტყის ფერიები და ნაზი ნიმფები გატაცებული არიან არამარტო სასიყვარულო თამაშებით, არამედ პასტელის ფერების კაბების, ატლასის საწვიმარების და თასმებიანი ფეხსაცმელების არჩევით.

image


Michael Кors

წყნარი ამერიკელი

ამერიკული მოდის კლასიკოსმა გამოიყენა ლაკონიზმის თემა. მის მიერ შექმნილ სამოსს ახასიათებს მკაცრი გეომეტრიული ფორმა, მარტივი, ყველასთვის გასაგები ფერთა შეხამება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მართკუთხა პორტფელები.

image


Tommy Hilfiger
ტომი ჰილფიგერი დარჩა ტრადიციების ერთგული, მის კოლექციაში შენარჩუნებულია სამფეროვანი გამა და ამერიკული ცხოვრების სტილი. წლევანდელ სეზონზე ჰილფიგერი გვთავაზობს იალქნების რეგატაში გამგზავრებას-მისი მოდელები უმეტესად ზოლებიან პიჟამებსა და საცურაო კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილი

image

0
213
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0