x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ბრედ პიტის სილამაზის საიდუმლო-როგორ დარჩე სექს-სიმბოლოდ 50 წლის შემდეგაც
Chanel-ის მოდის სახლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ქალბატონები სუნამოს იყენებენ პირველ რიგში მამაკაცებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. სწორედ ამიტომ ლეგენდარული ასწლოვანი ისტორიის მქონე ქალის სუნამოს Chanel № 5 რეკლამა ცნობილ მსახიობს ბრედ პიტს ანდეს, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში.

ბრედ პიტს საკმაო შრომა უწევს, რათა სათანადო შთაბეჭდილება მოახდინოს ქალბატონ-თაყვანისმცემლებზე.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ვარსკვლავმა გაამხილა, თუ როგორ ახერხებს სექს-სიმბოლოდ დარჩენას 50 წლის შემდეგაც. ის რამდენიმე მარტივ მეთოდს იყენებს.
image
-კვირაში ორჯერ სახის კანს სკრაბით ვამუშავებ და ვიწმინდავ. ანჯელინა ზოგჯერ ბრაზობს, რადგან დიდხანს ვრჩები აბაზანაში.

-ხშირი ფრენების გამო ძალიან მიშრება კანი. ამიტომ ყოველ დილით მივირთმევ ერთ ჭიქა ალოეს წვენს და დღეში ორჯერ ვისმევ დამატენიანებელ კრემს.


განსაკუთრებით შრება ხელის და ფეხების კანის, დროდადრო მიწევს ცხიმიანი კრემის წასმა და ბამბის წინდებში ძილი.
-როცა მჭირდება სწრაფად მოვიყვანო თავი წესრიგში, სახეზე ვისმევ ვიტამინებიან ექსპრეს-ნიღაბს.

-ზოგჯერ გადაღების რეჟიმი იმდენად დატვირთულია, რომ შხაპის მიღების დროც არ მრჩება.

ასეთი შემთხვევებისთვის ვიყენებ საბავშვო პუდრას, ის ნებისმიერ დეზოდორანტზე უკეთესად მუშაობს. ექვს ბავშვიან ოჯახში მისი დეფიციტი არ გვაქვს.

-ჩემი მთავარი ჩვევა გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი: ყოველდღიურად დაკავებული ვარ სპორტით და დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას.



0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0