x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
პოპულარული Ubuntu უკვე ტელეფონებისთვის
image
















უკვე დიდი ხანია ინტერნეტში გავრველდა ცნობა, რომ პოპულარული
ლინუქს სისტემა Ubuntu გამოუშვებს სისტემას ტელეფონისთვის Ubuntu touch. პირველი ტელეფონები, რომლებიც ამ სისტემით იქნება აღჭურვილი უკვე 2013 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო მანამდე უფრო საინტერესო სიახლე ის არის, რომ Ubuntu touch სისტემის
დაყენება თებერვლის ბოლოს შეეძლებათ „გუგლოფენების“ მფლობელებს. 21 თებერვალს Ubuntu უკვე წარადგენს
თავის ახალ სისტემას, ასევე ყველა საჭირო პროგრამას სისტემის ტელეფონზე დასაყენებლად.

image

ასე რომ Google nexus და Nexus 4 ის მფლობელებს შეეძლებათ ისარგებლონ ინოვაციური სისტემით.
ამ სისტემაში გაერთიანებულია web და მობილური აპლიკაციები.
უბუნტუს ექნება მარტივი ინტერფეისი, მას არ სჭირდება არანაირი ღილაკი მასში მოძრაობა სპეციალური swipe მოძრაობებითაა
შესაძლებელი. ტელეფონის ოთხივე კიდე რაღაც ფუნქციას ასრულებს. მასში აპლიკაციის დახურვა არ არის საჭირო, მარტივად გაუსვავ თითს მარჯვენა კიდესთან და ბრუნდება ძირითად ეკრანზე
ხოლო მარცხენა კიდესთან მონაცვლეობით გადაირთვება სხვადასხვა ჩართული აპლიკაციები.

ამ სისტემის ძირითად ნაწილს HTML5
ვებ აპლიკაციები წარმოადგენს, ამიტომ მარტივად შეგეძლებათ ნებისმიერი ვებ გვერდი დააყენოთ როგორც აპლიკაცია.



0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:giga-ts
giga-ts
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0