x
image
კატაპულტი
კრიმინალური ქრონიკა

image

ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინალთა დაკავების ფაქტები. გუშინ კიდევ ერთი კრიმინალი იქნა დაკავებული. იგი საკუთარ ბინაში აიყვანეს.ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა დაკავებულის მიერ კუსტარულად დამზადებული დიდი რაოდენობით ლექსები, მოთხრობები, სქელტანიანი ნაწარმოებები და სხვა უკანონო ნივთები, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს უკანონო ნივთების დამზადება-შენახვა-რეალიზაციისთვის წაუყენებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი უვადო პატიმრობა ემუქრება. მასთან ერთად დაკავებულ იქნა ვინმე “მუზა", რომელიც პირველ დაკავებულთან სტუმრად იმყოფებოდა.იგი დაკავებიდან ორიოდ წუთში უკვალოდ გაუჩინარდა.მიმდინარეობს ძებნა.


გვერდი მოამზადა ძებნილი “მუზის"

ახლანდელმა მასპინძელმა.
P.S. მეც დამიჭირეთ!!!


0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0