x
ჭამაზე, კოკაინზე, თავყრილობებზე დამოკიდებული ვარკვლავები.
შოუბიზნესის მრავალი ვარსკვლავის ცხოვრება ცდუნებების გარეშე წარმოუდგენელია.მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს დამღუპველი ჩვევებისგან დამოუკიდებლად გათავისუფლება.ჩვეულებრივ, ცნობილი ადამიანები დახმარებისთვის სარეაბილიტაციო კლინიკებს მიმარტავენ.სხვადასხვა დროს ამგვარი კლინიკის კედლებში აღმოჩნდნენ ჩარლი შინი, ლინდსი ლოჰანი, ლოენი, ემი უაინჰაუსი, უიტნი ჰიუსტონი და კიდევ მრავალი სხვა ვარსკვლავი.

ერთ ერთმა სატელევიზიო არხმა მსახიობ ჩარლი შინს პირად ცხოვრებაში უიღბლო უწოდა.სერიალ''ორ-ნახევარი ადამიანის''ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი სარეაბილიტაციო კლინიკებში მრავალჯერ აღმოჩნდა.მსახიობი რამდენჯერმე დაქორწინდა, მაგრამ ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ უღალატა და 2011წელს, ერთ-ერთი წვეულების შემდეგ, სადაც ალკოჰოლი და ნარკოტიკი უხვად იყო, ლოს-ანჯელესის ჰოსპიტალში აღმოჩნდა.

ლინდსი ლოჰანმა ჯერ კიდევ 2007 წელს აღიარა, რომ სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვედრას სიკვდიკი ერჩივნა.იმ დროს მსახიობს ალბათ ვერც კი წარმოედგინა, თუ ამ დაწესებულების ზღურბლს რამდენჯერმე გადააბიჯებდა.სასამართლო განაჩენის სრულმა უგულებელყოფამ და ალკოჰოლმა ლინდსი ლოჰანი ბეტი ფორდის კლინიკაში 90-დღიან პატიმრობამდე მიიყვანა.

''ტიუდორების''ვარსკვლავმა ჯონათან რის მეიერსმა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მკურნალობის კურსი 2010 წლის გაზაფხულზე, ლონდონში გაიარა.2007 წლის აპრილში მსახიობი დუბლინის აეროპორტში სიმთვრალის გამო დააპატიმრეს, 2009 წელს კი პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტის თანამშრომლისთვის შეურაცყოფის მიყენების გამო დააკავეს.


2009 წლის დეკემბერში ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისადმი ლტოლვის გამო სტივ ტაილერი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა.მაშინ მომღერალმა განაცხადა, რომ სიფხიზლის 12-წლიანი პერიოდი დასრულდა.2009 წლის აგვისტოში დაკოტაში გამართული კონცერტის დროს მთვრალი მომღერალი სცენიდან ჩამოვარდა.მოტეხილი მხარი და 19-ნაკერი მხოლოდ მცირედი სასჯელი აღმოჩნდა.მუსიკოსისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა ის ფაქტი, რომ ჯგუფის წევრები 27 კვირის განმავლობაში არც კი ურეკავდნენ.

სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობის კურსი კრისტენ დანსტმაც გაიარა.ამბობენ, რომ მკურნალობის აუცილებლობის მიზეზი გოგონას ''თავყრილობებისადმი''მიდრეკილება იყო.

მოდელ კეიტ მოსის კოკაინისადმი მიდრეკილების გამო ამტყდარი სკანდალით ისევ კეიტმა იხეირა.იგი ყურადღების ცენტრსი მოექცა და უმსხვილეს სამოდელო სახლებთან კონტრაქტების გაფორმება მოახერხა.კეიტ მოსისა და სარეაბილიტაციო კლინიკების ხშირი სტუმრის, პიტ დოერტის რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა.

ქანთრის შემსრულებელმა, უაინონა ჯადმა პოპულარობა დედასთან ერთად დუეტში სიმღერით მოიპოვა.2003 წელს მომღერალმა ოპრა უინფრის შოუში აღიარა, რომ ჭამაზე იყო დამოკიდებული.ამ დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად უაინონა ტეხასის კლინიკაში იმკურნალა.imageimageimageimageimage


0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:თებრო
თებრო
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0