x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
სათვალე (+ საოცარი ფოტოკოლექცია)
imageსათვალე ლამაზი აქსესუარია, რომლითაც ზაფხულობით თავს ვიწონებთ. ის არა მარტო სტილსა და იმიჯს უსვამს ხაზს, არამედ კარგი დამცავი საშუალებაცაა და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. მზის სინათლეში თვალები გვეძაბება და მოჭუტული დავდივართ. ეს კი თვალის გარშემო ნაოჭებს აჩენს. ნაოჭები კი სილამაზის მტერია.image

სილამაზის გარდა, სათვალე აუცილებელი ატრიბუტია მხედველობის დარღვევისას. მზის სათვალის გარეშე არსებობა კიდევ შეიძლება, მაგრამ ოპტიკური სათვალის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

იყო დრო, როცა სათვალე საერთოდ არ არსებობდა. ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს კიდევ რა უჭირდათ, აი მეცნიერები კი ცუდ დღეში ჩაცვივდნენ. ბევრმა მათგანმა მუშაობა მხედველობის დაქვეითების გამო საერთოდ შეწყვიტა. ანტიკური ხნის ფილოსოფოსი წყლით სავსე სფეროს დახმარებთ კითხულობდა. ციცერონი კი მუდმივად წუწუნებდა ცუდი მხედველობის გამო.image

საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ტექნოლოგიები. ათასგვარი გამოგონებები ცვლიდნენ ერთმანეთს. საოცარი მიღწევა კომპიუტერიც კი ვერ შეედრება სათვალის გამოგონებას. ის ხომ სხვადასხვა ასაკში ყველას სჭირდება. სათვალის არარსებობა ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს გამუდმებით ზღუდავდა.


არსებობს მინერალი ბერილი, რომელსაც აპრიალებდნენ და მისგან ამზადებდნენ სათვალეს. სათვალე დასაბამს ჩრდილოეთ იტალიაში იღებს. 1730 წელს ლონდონელმა ოსტატმა ედვარდ სკარლეტმა მისცა სათვალეს თანამედროვე, დღევანდელი ფორმა.

გთავაზობთ სათვალეების უცნაურ, საოცარ, სახალისო კოლექციას;imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














imageimageimageimageimageimage



0
143
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0